განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Friday, January 06, 2012

კარლოსის ხიდი

 _MG_1829

კარლოსის ხიდი ის ადგილია, სადაც ყველაზე გვიანაც კი რამოდენიმე მოხეტიალე ფოტოგრაფს წააწყდები, არ მახსოვს ეს ფრაზა სად წავიკითხე, ან რატომ გადავწყვიტე რომ განიადი უნდა გადამეღო და რამდენი ჭიქის მერე, მაგრამ ფაქტია რომ მარტო  ვიყავი დილის ექვს საათზე და სტატივი არ მქონდა. უშტატივოდ, ღამე ნორმალური სურთი ჩემი  ლინზით ზღაპარია.. აი რა გამოვიდა.

_MG_1837 

   სურათს არ დავეძებდი,  რაც მთავარია,  ბავშვობის ოცნება ავისრულე. კარგად მახსოვს როდიდან ამოვიჩემე პრაღა, სტატია წავიკითხე ჟურნალ რავესნიკში, ეს ახალგაზრდული გამოცემა უინტერნეტო და უშუქო ეპიქაში თითქმის ერთად ერთი სიახლის წყარო იყო ( ინფორმაცია მათთვის, ვისაც გაუმართლა და მოგვიანებით დაიბადა)

IMG_1916

სწორედ ამ სტატიიდან გაჩნდა ჩემს რუქაზე პრაღა, კარლოსის ხიდი კი მას მერე რაც მისი ხელისგულისოდენა სურათი მაჩუქეს, რომელიც წლების მანძილზე მიმშვენებდა სამუშაო მაგიდას. 

_MG_1884

  უნდა ვაღიარო რომ ზარმაცი ვარ და გათენებას არ დაველოდე. ვლტავადან დეკემბრის ცივი ქარი მიბერავდა,  გაყინული გავიძურწე სტარბაქსში. როცა დავბრუნდი, უკვე ორ და ოთხფეხით მოსიარულეები დამხვდნენ და მარტო აღარ ვიყავი. 

დასკვნა: ხანდახან ბავშვობის ოცნებები სრულდება. ფაქტი: სანამ მივიდოდი არცერთი მოხეტიალე ფოტოგრაფი არ ყოფილა ხიდზე.

აქ შტატივი მოაჯირი იყო, ფოტოსაც ეტყობა ხომ?

_MG_1789


10 коммент.:

Luis Gomez said...

These are beautiful shots of Prague. Thank you. I hope you have a great 2012!

Robert Geiss said...

Probably the most beautiful city of the world. Thank you for the memories.

babisa said...

ასრულებული ოცნებები, თან ბავშვობის ტკბილია :)))
ფოტოები-მშვენიერი :)

Da-v-iD said...

ვა, პრაღაში ხარ? გილოცავ :) მაქ ოქროს ქუჩაც მოინახულე და "მალა სტრანას" უბანში მდებარე ბარ რესტორანსაც შეუარე :) ყავას უქებენ და სინჯე ;)
მე ვირტუალურად ვიმოგზაურე უკვე მანდ და მომეწნა... წარმომიდგენია რეალურად რა იქნება :)

http://www.mtvarisklubi.com/2010/10/blog-post_11.html

fiqro said...

ჩამოვედი უკვე :)

Da-v-iD said...

რას ქვია ჩამოხვედი :)) რა დროს ჩამოსვლა იყო :)

Kate said...

რა მაგარია. გილოცავ ფიქრო :****



მგონი karlov მოსტ არის. არა??? და ინგლისურად Charles Bridge.

ხოდა კარგია რა მოგზაურობა.

fiqro said...

კარლოვს ამბობენ და კარლი კარლოსია, ჩარლიცაა, მაგრამ კ–ს გამოქვამენ ხოლმე..

Kate said...

ააა გასაგებია.

sbo said...

thank you so much. fosbobetr good Archive

Followers

Archive