ჰოდაა.. ავდექი და წავედი. ვიცოდი სიცივე დამხვდებოდა მაგრამ მაინც. სასტუმროში ორ საათზე შემასახლებდნენ, დილის შვიდზე ჩავფრინდი, მქონდა უამრავი დრო და მძიმე ზურგჩანთა, რა უნდა მეკეტებინა შვიდი საათი? გზაში ვერ გამოვიძინე, ჩემს გვერდით ვიღაც ყმაწვილი სასტიკად ყარდა ეგრეთ წოდებული პახმელიით.აღშფოთებული გადახვევა: აუცილებელია ყველა მამრი გაფრენის წინ გაიტყვლირწოს? !!!
ესეც პრაღის აეროპორტი – რუზინე. შესანიშნავ ფოტო გამოფენას წავაწყდი პარიზი დაკარის თემაზე, ცოტა გავიყვანე დრო.


გარეთ საშინელი ამინდი იყო. ძაღლს არ გააგდებდი, ქარი და თოვლი, არ დავევასე პრაღას. და არცთუ ტყუილუბრალოდ. ცუდი ფეხი მქონია, ჩავედი თუ არა ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა.. მაგრამ ეს უკვე ახალი პოსტის თემაა, რომელიც იქნება. მალე.




1 коммент.:
thank you so much. fosbobetr good Archive
Post a Comment