განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Saturday, November 12, 2011

რუსის გადაღებული ომამდელი საქართველო

ეს ფოტოები ერთ–ერთი ფეისბუქ  მეგობრის  კედელზე აღმოვაჩინე. ავტორი – იური მუხინი, მასზე წერენ რომ  საბჭოთა კავშირის კვდომის ნიშნებს უღებს.
 მაღალჩინოსნის შვილის ქორწილი, ვისი, ვერ მივხვდი, იქნება არცაა სახელმწიფო მოხელე ის ადამიანი, უბრალოდ ფულიანია და  ბავშვის ქორწილში ხავსმოდებული ქართული ელიტის დაპატიჟების ერთი ადგილი აქვს.
ყველაფერი, რასაც აქ ვწერ მხოლოდ შთაბეჭდილებებია. ვიზუალური ასოციაციების ნაგლეჯები.
ჯიპები, სქელკისერა, შარვალკოსტუმიანი შავსათვალიანი მოდონკორლეონე მამრები და ქობულეთის დაღლილთვალებიანი გოგჩოებეე.
უბრალო ხალხი, ასევე დაღლილი, მაგრამ ბუნებრივი მზერა და პოზები.
თითოეული ფოტო პოტენციური იკონაა – ელიტა თვითფრინავში, შამპანური, 30 მანეთად რუსეთში გაფრენის ნოსტალგია, შეშლილი სახეები. წურწუმიას გადაშლილი მკლავები – უკომენტაროდ. კოშკები, მთები, მშენებარე გზა, ვიცით, ვამაყობთ..

ფინალში – ცხენქალა ქსენია სობჩაკი ძველ თბილისში, შავებში ჩაცმული ბებოს ფონზე.

ფოტოების გადაღების თარიღი  –– 2008 წლის ივლისი. აგვისტო ახლოვდება. რვა ავისტო.

მთელი სერია: http://www.photographer.ru/gallery/164.htm
ავტორის ბიოგრაფია
http://www.photographer.ru/resources/names/photographers/2.htm

Thursday, November 03, 2011

ფოტოგრაფია და ქუთაისი



სანამ ჩვენს დიად სამშობლოს ტაიფუნი სახელად, „ბიძინა და პინგვინები“  გადაუვლიდა, დედაქალაქობაზე მეოცნებე, ინდუსტრიულ სავარდო და სამაისო  მამა ქალაქში  მიკრო სკანდალი მწიფდებოდა.
 მწიფება ხანგრძლივი პროცესია მოგეხსენებათ და ქუთათურ ბუნებრივ მოვლენასაც თავისი მიზეზი ქონდა, კერძოდ ფოტოკონკურსი ილო – დევიზით „მე მიყვარს ჩემი ქალაქი“. ფეისბუქზე ფოტო კონტენტის გაცნობის მერე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ბევრი კარგი და შინაარსთან შესაბამისი ფოტოს არსებობით, გამოგიტყდებით და ერთ–ერთი ჩემი კარგი მეგობარიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ხმა მაინც აი, ამ ფოტოს მივეცი.

   ტექნიკურ მახასიატებლებს გადავახტები და გეტყვით რა მომეწონა – მზერა. არა მორცხვი–კდემამოსილ–მოკრძალებულ–მანდილოსნური, რაც ძირითადად ახასიათებს ქართულ ნიუებს, არამედ პირდაპირი, გამომწვევი და პროვოკაციული. თან სად – თეთრ ქვებზე. კაცობის, ჩახუტების, ძმობისა და პიკასოს ბიჭების ტერიტორიაზე. მომეწონა ფოტოს იდეა, გაგეცინებათ და მანეს ოლიმპია გამახსენა, ჯიუტი გამოხედვით და აივეივეის ნამუშევრები. 
გამეხარდა რომ  არსებობენ პროვოკატორი ხელოვანები, ტრადიციულის ერთგვარი ოპოზიცია, რომლის გარეშეც ყველაზე დადებითი ტრადიციულიც კი ჭაობდება ( ჩემი კენჭი ხელისუფლების ბოსტანში ;).
იყო დისკუსიები, ზოგს გოგონა არ მოწონდა, (სოფიო შადრიგინა) ზოგი ტექნიკას უკრიტიკებდა ავტორს (რობერტო ქველინი) მაგრამ სამართალმა პური ჭამა და ფოტომ სპეციალური პრიზი აიღო ორიგინალური მიდგომისათვის.
            თითქოს ამით უნდა ჩამცხრალიყო ვნებები, მაგრამ მოვლენები უფრო უარესად განვითარდა ვიდრე საზოგადოება წარმოიდგენდა. ან იქნებ წარმოიდგენდა კიდეც, საკმაოდ ბნელა ჯერ კიდევ ჩვენში.
            კარგი ბიჭების დაიკოების საძმომ ფოტოგრაფი დანაშაულის ადგილზე სასტიკად გალახა გაურკვეველი სიწმინდეების შეურაცხყოფის მოტივით. როგორც ჩანს, შიშველი ფოტოსესია წარმოქმნის ფლუიდებს რაც მოკრძალებულ მანდილოსნებს ბოზობის ვირუსით აავადებს :დ  ოთხი ნასვამი მამაკაცი არაა მთელი საზოგადოება და ეს ყველაფერი მთვრალ ინცინდენტადაც შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა კომენტარები სოლიდარობის აქციაზე (ორგანიზატორებს რესპექტები) და  ფეისბუქზე, რომლებსაც უბრალოდ დავაკოპირებ ნაწილს:
ფურთხის ღირსი ხარ
ძაან ბევრია კიდევ საცემი ,
ჰოდა აწყეთ ეს აქციები და დაიცავით განდიდების მანიით შეპყრობილი გარყვნილი ადამიანები !
მოგიტყანთ „Georgia”.” – ,კი არა და მეტსაც გიზამთ ეგ.
im nagavsa sityvebi shearcios tore anatrebieben rac mashin mirtyes imaze meti agar damartyato  ( გვიჟდები ქუთაისურ კილოზე, ანატრებიებენ! :)
ამათ გაუკუღმართებული ცხოვრებისეული ორიენტაციის ვაი-კაცის დაცვა პოლიტჟურნალისტების შუამდგომლობაში ეშლებათ! შიშველი ხალხისათვის ნუდისტური პლაჟები არსებობს! ქურდობა, ბოზობა და ცისფრობა არასდროს არ იქნება ქუთაისსი მოდაში! სხვა ქალაქებს კი, თუ გნებავთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! 
 ბოლო ჩემი საყვარელი კომენტარია, სრულიად არაადექვატური. ეს პირდაპირი აგრესიის შემცველი პოსტები, მაგრამ უფრო მეტი იყო არაპირდაპირი დათანხმებები. მაგალითად – ცემის ფაქტი ცუდია, მაგრამ არ ინდა განესაზღვრა სად  იღებდა და რა მოყვებოდა ამ ფაქტს? პოპულარობა რომ უნდოდა აბა რა ეგონა?
 ყველას ვინც მსგავსი რიტორიკით გამოდის, მინდა შევახსენო, რომ რასაც არ კრძალავს კანონი, ყველაფერი დასაშვებია. მათ შორის შიშველი ფოტოსესია ჩოხატაურში პოპულარობის მოხვეჭის მიზნით. აგრესია და ფიზიკური ზიანის მიყენება კი ცალსახად დანაშაულია და ისჯება ზემოთხსენებული კანონით.
დასკვნა: ჩემის აზრით ასეთი ფოტოები საჭიროა და მოქმედებს. პაწაწინა ბზარებს უჩენს ტრადიციულ ცნობიერებას და აფართოვებს მას. გაფართოვება, როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა – მტკივნეული პროცესია :)



Followers

Archive