განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Tuesday, September 13, 2011

ჯიგრები :)

რატომ ვიღებ ასეთ სურათებს? ღიპიან ბიძებს, ჩამონგრეულ სახლებს და ბომჟებს? არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ესე უფრო ბუნებრივი და მშვენიერია, ვიდრე რვა ფენა ტონალურ გადასმული ნაშობა და გლიამური.

_MG_2192

Saturday, September 10, 2011

როდესაც რუთი შეხვდა ჯინქსს – ერთი ფოტოს ისტორია



        ეს იყო ფლორენციაში, იაფფასიან ოტელში, ორმა ამერიკელმა გოგონამ ერთმანეთი როცა გაიცნო. შორეულ, შორეულ სამოციან წლებში, წინა საუკუნეში ფაქტიურად. იმ დროს არ არსებობდა ინტერნეტი, სამყარო კი ბეევრად უფრო საშიში და უცხო იყო ვიდრე ახლა. აი, ასეთ დროში, ფოტოგრაფი რუთ ორკინი და ყოფილი სტუდენტი ჯინქს ქრეიგი ამერიკიდან ევროპაში ჩამოიყვანა თავგადასავლების წყურვილმა. სწორედ მედიჩების და პიტების ქალაქში, პიაცა დელა რეპუბლიკაზე, აგვისტოს თვეშია გადაღებული ფოტო, რომელსაც პატივი ერგო საკულტო გამხდარიყო და ამ პოსტის მიზეზიც.
      ახალგაზრდა ქალი მამაკაცების ჯგუფს შორის მოაბიჯებს რომლებიც ხარბად მისჩერებიან, ცეცხლოვანი იტალიელები – ამერიკან ვუმანს! მაშინვე ცნობილი სცენა გამახსენდა მალენადან, რეჟისორები ხომ ხშირად იყენებენ ძველ ფოტოებს ფილმებში.
კადრი დადგმულია თუ არა სადავოა, ცნობილია რომ რუთმა როცა დაინახა მომავალი ჯინი მაშინვე გადაუღო პირველი ფოტო, მეორეს გადასაღებად კი თხოვა ხელახლა გამოევლო. ეს კადრი რომელია, ვერ გავარკვიე. მინდა მჯეროდეს რომ დოკუმენტურია. სერიას, რომლის ნაწილიც ეს ფოტოა, სახელად „ნუ გეშინია მარტო მოგზაურობა“ ქვია.
        შუაში მდგომი მამაკაცის უხამსი ჟესტის მიუხედავად, ფოტო ზეპოპულარულია დღემდე, თავად მოდელი კი ასე იხსენებს : ეს არ არის ძალადობის სიმბოლო, ეს იმ ქალზეა ვინც თავს მშვენივრად გრძნობს. შალი მოვიხვიე, რათა სხეული გამომეკვეთა, ეს ჩემი დაცვა იყო, ჩემი ჯავშანი. მამაკაცების ზღვაში მივდიოდი და ყოველი წუთით ვტკბებოდი. ეს იტალიელები , რომლებიც ძალიან მიყვარს!
       მოგვიანებით, ჯინქსი იტალიელ ქვრივზე გათხოვდა ნიუ–იორკში. რუთმა კი წარმატებული კარიერა გაიკეთა. მარტო ლაიფთან თანამშრომლობაც საკმარისია მაგალითისათვის.
        ამით ვასრულებ ამ პოსტს, თუმცა კითხვა მაინც უნდა დავსვა, რომელიც შეიძლება უადგილოდაც კი მოგეჩვენოთ. ნეტავ, სად იყვნენ ამ დროს იტალიელი ქალები?


ეს კი რუთ ორკინი. იმედია ასე წარმოითქმება მისი გვარი.



Saturday, September 03, 2011

Love, love, love

პაპსა ვარ, ჩამქოლეთ!


_MG_0033

Followers

Archive