განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Tuesday, August 30, 2011

წყალი

სულ მაინტერესებდა, როგორ იღებდნენ ასეთ წყალდაფენილ სურათებს. არც ისე რთულია. უბრალოდ, დიდი დაყოვნებაზე უნდა გადაიღო და არ უნდა გაინძრეს კამერა, ესაა და ეს.

_MG_8341 copy

_MG_8478 copy

_MG_8479 copy

Sunday, August 28, 2011

მზესუმზირა პოსტერები

გავჭედე ამ ყვავილზე, თან რაღაც უცნაური, წითელი ფერია..  გვერდხედი არ გადამიღია :))

_MG_0014

_MG_0016

_MG_0021


ბორჯომი – ფრაგმენტები

_MG_8266

_MG_8277

Saturday, August 27, 2011

დღევანდელი წვიმა

სანამ სახლამდე მიმიყვანეს, გზაში ვიღებდი. ახლა ვზივარ გათიშული და ვპოსტავ. დავიღალე. გამარჯობა შემოდგომავ შენი დედაც.

_MG_0003

_MG_0004

_MG_0005

_MG_0006

_MG_0008

Wednesday, August 24, 2011

ამასწინანდელი ბოდიალის შედეგები


ივნისში, სოლოლაკში მორიგი ბოდიალისას ძალიან სიმპატიურ წყვილს გადავეყარე. მოხუცი ცოლ–ქმარი, ალბათ ბრიტანელები. რატომღაც გადაწყვიტეს რომ ინგლისური ვიცოდი. ამდენი ლამაზი და დაზიანებული  სახლის ნახვის მერე ვერ მოითმინეს და მორიდებით მკითხეს, აქ მიწისძვრა იყოო? არა, უბრალოდ არავინ უვლის მეტქი, ვუპასუხე. გაუკვირდათ.

_MG_9332

_MG_9340

_MG_9338

Monday, August 22, 2011

სიცხეზე და ყველაფერზე ცოტა–ცოტა

   _MG_9994 copy


მზესუმზირების გადაღება შველის წნევას ანუ ცოტა ხნით გავიწყებს. ბოლო დროს ჟღვლინტიანი და პასიური პერიოდი მაქვს, არაფერს ვკიტხულობ, არაფერს ვიღებ და არც გეგმებს ვაწყობ. რაც დავაწყვე ისინი უკვე დაიმტვერა. უშვებულებობის სინდრომი და სიცხე თითქოს ანელებს დროს, დრო ვერაგია და უფრო სწრაფად გადის ჯიბრზე, რაც დასიცხულის სუბიექტური ილუზიაა.
   ბოლო დროს ბებიაჩემი მახსენდება, თეთრი ნაწნავითა და ბანტიანი გიტარით, ზინგერის საკერავი მანქანით ხურდაში, კარადაში პუდრისა და კრასნი მასკვის არომატით, პლუს ძველი გაზეთების სუნი. ალექსანდრა – კულაკის ქალიშვილი სევდიანი წარსულით და მოჩვენებობის იდეალური კანდიდატურა.

     კალიგრაფია. ახლა ვბეჭდავ, კალმით არაფერს ვწერ, ტელეფონის ნომრებს, მისამართებს და საბუთებზე ხელმოწერას თუ არ ჩავთვლით. სამი წელი სუფთა წერის გაკვეთილი – რისთვის? მასწავლებელი იმედია ჯოჯოხეთშია, ციალა გოგებაშვილი, გვარის გარდა არაფერი იაკობთან საერთო და არასდროს ქონია ორგაზმი. ი პადელომ ეი :დ ისევ დაითხუპნე ხელები გოგინაშვილი, სახეც? თეთრი საყელო და მანჟეტები, რუსული მაქმანი, ყავისფერი ფორმა.
საბჭოთა კავშირი.
და ეს ყველაფერი რატომღაც სიცხემ გამახსენა
თქვენი წნევიანი.

ინსპირაციის წყარო – კარგი პოსტები
თუმოროფობი

და ანინა

Yellow bus from Havlabar

მეგობრებო, ფრენდებმო და მუჩუალ ფრენდებო ვიწყებ ახალ სერიას – ადამიანები მგზავრობისას. ალბათ შეგიმჩნევიათ ტრანსპორტში ყველას რაღაც თავისებური საინტერესო სახეები აქვთ ხოლმე, თითქოს დაღლილი და მეტყველი. ვიწყებ გადაღებას, პირველი სამი, სატესტო და ნაჩქარევად გადაღებული ფოტო შემიფასეთ.
ისე, მშვენიერი იდეაა რომელიმე ჟურნალისათვის, ესქვაიერს აქვს ხოლმე მსგავსი პროექტები, ველი შემოთავაზებას :)

_MG_9915

ტაიმ აუტი :)

_MG_9916

_MG_9919

Wednesday, August 17, 2011

ძველი მანქანები / Old soviet cars

USSR around me
ჩემს უბამსი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, შორს წასვლა არ დამჭირვებია გადასაღებად..

fiqria_0342

fiqria_0346

fiqria_0353

fiqria_0382

Sunday, August 14, 2011

გამთენიისას

დილას შვიდზე გადავიღე

_MG_8807

_MG_8830

ცუდი ამინდი

ცუდი და კარგი სუბიექტური რამეებია :) თუნდაც ამინდის მაგალითზე. ჩემნაირი უშვებულებოსათვის წვიმა და სიგრილე ღვთის წყალობაა, ბათუმში საზაგრაოდ წასულისათვის – რისხვა..


_MG_8581

_MG_8261

Saturday, August 13, 2011

ბაია

_MG_9552

ისეთი სიზმარი ვნახე რომ ბავშვების თემაზე მბურძგლავს :)

Sunday, August 07, 2011

Roma, roma, roma!

აი ისიც. მარადიული ქალაქი სადაც ყველა გზა მიდის. ფოტოები ძველია, უკვე აღარ მახსოვს რა დავპოსტე, შეიძლება ვმეორდები და მომიტევეთ.
მე რაც შემეხება დელში შემომალღვა ზაფხული და საცაა შემოდგომა მოვა. ცვლილებებიც.

IMG_4398

_MG_4241

_MG_4243

_MG_4248

_MG_4242

Thursday, August 04, 2011

მილანი

ტრამვაი. მიყვარს ეს ტრანსპორტი და მომკალით :) თან მილანში რესტორანი ტრამვაი დადის, ატმოსფერა ქვია.

IMG_3753 copy

IMG_3795 copy

სანტა მარია დელა გრაცია, ამ ტაძარში საიდუმლო სერობაა და ვერ ვნახე. თუ მიდიხართ, გაითვალისწინეთ, მხოლოდ ინტერნეტით იჯავშნება ბილეთები და ერთ ჯერზე ოცამდე კაცს უშვებენ რამოდენიმე წუთით, ისე შანსია არაა. მე ეს არ ვიცოდი და გული დამწყდა :(

_MG_3800

ეს რაღაც სილამაზის სალონის მსგავსი დაწესებულება იყო, მგონი.

IMG_3754

და ბოლოს, უხეირო სურათი, მაგრამ ლამაზი ეზო. ისეთი გარემოა, გგონია საიდანღაც ფელინის გმირები გამოცვივდებიან და კარნავალს მოაწყობენ.

IMG_3781

უბრალოდ კედელი

_MG_3776

Followers

Archive