ბავშვობიდან რომ მოვდივართ ეს ყველამ ვიცით, მაგრამ სად მივდივართ – წინასწარ არავინ. არასდროს ვყოფილვარ ვარდისფერი ბარბების მოყვარული, საბჭოთა კავშირში არც იცოდნენ ეს სახელი, ოლიმპიური დათუნია მყავდა, ხუთრგოლიანი ქამრით და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩამოტანილი თოჯინა, რომელიც ტიროდა და იცინოდა, მუცელზე ხელს თუ დააჭერდი. ახლა აღარც ეს თოჯინაა და აღარც გედეერი. რაღაცნაირ ხასიათზე ვარ. არ ვიცი, სად მივდივარ, უფრო სწორედ ვიცი – ვბერდები.








































