განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Saturday, April 30, 2011

Letter from world war II

_MG_7426 copy
ცხონებული მამიდაჩემი გამწარებული კომუნისტი და გაუთხოვარი ბიბლიოთეკარი გახლდათ,  წიგნი შეგვაყვარა ყველას სანათესაოში . სკრუპულოზურად ინახავდა ყველა ბლანკს, საბუთს და წერილს რომლებსაც ახლა მივადექი და ვაციფრულებ. ეს სამკუთხედიც იქვე ვიპოვე დამტვერილ ქაღალდებში.
_MG_7424 copy
_MG_7427 copy
წერილი ფრონტიდან, უცნობი ჯარისკაცი რომელიღაც შორეული ნათესავია, სახელს ვარკვევ, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საიქიოდან მომწერეს და სოფლის სასაფლაოზე ნანახი გაყინული სახეები დროებით გაცოცხლდნენ.
_MG_7434 copy
_MG_7429 copy



Monday, April 25, 2011

Апрель. Достать чернил и плакать

_MG_7233 copy

_MG_7232 copy

როგორი წვიმიანი აპრილიც გვაქვს ისეთი გამოვიდა ფოტოებიც. გაიცანით ჩემი ეზოს მობინადრეები:  ქლიავი, მსხალი, ალუბალი, უფრო სწორად, მათი ყვავილები :)

_MG_7230 copy

_MG_7231 copy

Saturday, April 23, 2011

არნოლდ ნიუმანი ანა ფრანკის მამა


  1918 წელს დაბადებული ამერიკელი ფოტოგრაფის, არნოლდ ნიუმანის ნამუშევრები აუცილებლად გექნებათ სადმე ნანახი. პიკასო, სტრავინსკი, მერლინ მონრო, ენდი უორჰოლი.. უამრავ ცნობილ სახეს ვხედავთ მის სახელგანთქმულ „გარემოსთან ერთად“ პორტრეტებში, სადაც ყველა დეტალი პიროვნებაზე გვაწვდის ინფორმაციას. სტრავინსკი როიალთან, კრუპი ჩამოსასხმელი საამქროს ფონზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი ფოტო ერთი შეხედვით ჩვეულებრივია. სადღაც სხვენში, ძველმოდურად ჩაცმული მამაკაცი ბოძს ეყრდნობა, ჩაფიქრებული სახე აქვს და შორეთში იცქირება. ფანჯრებიდან შუქი შემოდის და არაფერი იგრძნობა ავის მომასწავლებელი.
   სახლი პრინსენგრაჰტის ნაპირზე ყველამ იცის ამსტერდამში, მის წინ პატარა გოგონას ქანდაკება დგას. გოგონას ანა–ლიზა ფრანკი ერქვა, ეს მამამისია, ოტო ფრანკი. ფოტო 1960 წელსაა გადაღებული იმ თავშესაფარში, სადაც მათი ოჯახი გესტაპოს ემალებოდა. დაგბურძგლათ? ბევრჯერ მიბღავლია ანა ფრანკის დღიურზე ბავშვობაში. ოთხწევრიანი ოჯახიდან მხოლოდ მამა გადარჩა. ანა და მისი და, მარგო, შიმშილითა და ტიფით საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ წითლების შემოსვლამდე ორი კვირით ადრე.
   არნოლდ ნიუმანი 2006 წელს გარდაიცვალა, მისი ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ფოტოგადაღების პროცესში ყოველთვის აქტიურად ერეოდა, უთითებდა მოდელს როგორ ემოძრავა, ირჩევდა დროს და ადგილს, ერთ-ერთ სტატიაში მეომარი ფოტოგრაფიც კი უწოდეს, თუმცა როცა ანა ფრანკის მამის გადაღებაზე მიდგა საქმე, ძალიან დაიბნა.
   – როგორ უნდა მეთქვა მისთვის იპოზიორეო, არ შემეძლო. ვიდექი და ველოდებოდი. როდესაც ოტო ჩაფიქრებული სახით შიგნით შევიდა, უბრალოდ გადავუღე, როცა დავასრულეთ თვალ ცრემლიანები გადავეხვიეთ ერთმანეთს, – იხსენებს ნიუმანი ერთ–ერთ ინტერვიუში. ალბათ დამეთანხმებით, სენტიმენტალური სცენაა აღწერილი, რომელიც, ამავე დროს, ჩვენი თითქოს და ჩვეულებრივი ფოტოს ისტორიის ფინალიცაა..

Tuesday, April 19, 2011

ცნობადი ფოტოები ნინა ხრუშოვა და ჯეკი კენედი/Iconic photos Nina Khrushova and Jacqueline Kennedy


– ნიკიტა, იქნებ ცოლ–შვილიც წაგეყვანა, ნინა ინგლისურად ლაპარაკობს, ბავშვებიც, იმათ ხომ კაციჭამიები ვგონვართ და იქნებ დარწმუნდნენ საპირისპიროში ..
 ამ წინადადებით დიპლომატიით ცნობილმა მიქოიანმა ცეკას იმჟამინდელ მდივანს მიმართა მორიგი საერთაშორისო ვიზიტის წინ. ნინა ანუ ნინა პეტროვნა კუხარჩუკი/ ხრუშოვა 1900 წლის 14 აპრილს უკრაინის ერთ–ერთ პატარა სოფელში დაიბადა და პირველი საბჭოთა პირველი ლედი იყო, რომელიც მეუღლეს საზღვარგარეთ დაყავდა.
        პერსონაჟებიდან თავიდაპირველად ყურადღებას რასაკვირველია ჟაკლინი იპყრობს, უნაკლოდ ჩაცმული და დახვეწილი ამერიკის პირველი ქალბატონი, მის გვერდით მუშურ–გლეხური გარეგნობის ხალათიან ქალს მერეღა ვამჩნევთ. ეს ფოტო ბევრგან შემხვედრია ფორუმებზე, ფეისბუქზე თუ ინტერნეტ გამოცემებში და ყველგან ერთსა და იმავეს წერენ. უი, ხრუშჩოვის ცოლი, რას ჰგავს, რა აცვია, ეტყობა, საბჭოთა კავშირში სექსი რომ არ იყო , ჯეკის ფონზე საშინელებაა და ასე შემდეგ..

     ნინა კუხარჩუკი ხუტორში დაიბადა , გლეხის ოჯახში. ჟაკლინ ბუვიე ამერიკის ძირძველ არისტოკრატულ ოჯახში, მის განათლებაზე და აღზრდაზე უამრავს წერენ, მაგრამ ის, რომ ნინა პეტროვნამ იცოდა ინგლისური, ფრანგული და პოლონური, (რუსული და უკრაინული ხომ თავისთავად) ძნელია, ვინმეს აზრად მოუვიდეს. არც ის ფაქტია მაინცდამაინც ცნობილი, რომ ახალგაზრდობაში ფრონტი მოიარა, მეგობრობდა იმ დროის ცნობილ რევოლუციონერებთან და ცხოვრობდა თითქმის თანამედროვე პრინციპებით. ხრუშჩოვის უკრაინის ცეკას მდივნობის პერიოდში თითქმის არავინ იცოდა მისი ვინაობა, ტრამვაით მგზავრობდა სამსახურში და ზრდიდა შვილებს და გერებს, პარალელურად კი უცხო ენებს სწავლობდა. ოფიციალურად ნიკიტა და ნინა მხოლოდ 41 წლის ცოლქმრობის მერე დაქორწინდნენ, ისიც საბინაო საკითხების გამო. სწორედ მის გავლენას მიაწერენ ხრუშჩოვის პერიოდში განათლების საკითხებისადმი ყურადღებას და ყირიმის დაბრუნებას უკრაინისათვის.


ოჯახური ურთიერთობები? დაძებნეთ გუგლში ხრუშჩოვის საყვარლები. ვერაფერს იპოვით. ჯონ კენედის რომანები? ძებნაც არ დაგჭირდებათ.
      ფოტო გადაიღო უცნობმა ავტორმა ვენაში, საელჩოში შეხვედრაზე, 1960 წლის 4 ივნისს, საბჭოთა კავშირის ზეობის ხანაში.. კუბის კრიზისი მწიფდება, გაგარინი ეს–ესაა ეწვია კოსმოსს და სახელგანთქმული ფეხსაცმელიც უკვე დაეთხლიშა მაგიდას გაეროში. ხრუშჩოვი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე გალენიანი პერსონაა, ეს თმაშეუღებავი უხეშნკავთებიანი ქალი კი მისი მეუღლე, რომლის ბიოგრაფიაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად უმნიშვნელოა გარეგნობა და როგორი მატყუარა შეიძლება იყოს ისტორიული კონტექსტის გარეშე განხილული ფოტო
სურათზე: ნიკიტა და ნინა ახალგაზრდობაში




She

nia 119

nia 074

nia 081

Wednesday, April 13, 2011

Judas Three

ადმოცემის მიხედვით ამ სახეობის ხეზე ჩამოიხრჩო თავი იუდამ. სახელიც აქედან მომდინარეობს. ყვავილობს მარტში. ლათინური სახელწოდება: Cercis siliquastrum....
sur 433

Thursday, April 07, 2011

Tuesday, April 05, 2011

armchair psychology :)

ამ პოსტზე ყველას შეუძლია თავისი გასაჭირი, დარდი, სევდა, ოცნება და სურვილი მიაპოსტოს. აბა გისმენთ

aRdg 401 copy

_MG_2083 copy

Friday, April 01, 2011

დინოზავრის სეირნობა

მოდიოდნენ თავისთვის უკან ხელებდაწყობილები, მოლაპარაკობდნენ, რა ქვეყანა დაგვინგრიესო, ეს რას გავსო..აბა აბაო.. მე კიდევ ბოროტად გადავიღე.
ინტელიგენცია. ნამდვილად არ ვიცი ვინ არიან ეს მოხუცები და რა მსოფლმხედველობის, მაგრამ ვიზუალური ასოციაციით იმ ხალხს გვანან ქუთაისის თეატრში რომ გადაირივნენ არიქა ქურდები და ბოზებიო. თაობა რომელიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე მეტყველებს და რომლის ფსევდო–ფასეულობებზეც მეცინება.
საჯდომზე გაზეთ აფარებული მოსეირნე დინოზავრები.

_MG_7214 copy

B&W

პირვლი აპრილი კიარადა ტურტლ ხასიათზე ვარ..რატომების დღეა.

ასეთივე არეულ–დარეული მაქვს აზრები
_MG_6297 copy

ვერ გამიგია რა ჯობია, სიმძიმე თუ სიმსუბუქე
_MG_6609 copy

ბევრი თუ..
_MG_6186

ერთი და მკვეთრად სწორხაზოვანი
_MG_6782 copy

იქნებ ვინმემ იცის რამე. რატომ ხვდება ზოგ ადამიანს ბევრი განსაცდელი, ზოგი კი პოულობს რაც უნდა. რატომაა ამხელა მანძილი შავიდან თეთრამდე.

Followers

Archive