ეს ორი თითქმის იდენტური ფოტო დიდი ხნის წინ გადავიღე მარჯანიშვილის მეტროს მიდამოებში. რაც ავად ვარ, ძველ ფოლდერებს მივადექი რაიმე საინტერესოს პოვნის იმედით და ახლა თქვენს წინაშე ამ ძიების შედეგია. პირველ ფოტოზე ფოკუსი არც ისე კარგია და მეორეზე კი ისეა როგორც უნდა იყოს, მანეკენების ტორსებზე, თუმცა ჩემის აზრიტ პირველი ფოტო უფრო ფოტოა და ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე მეორე, ალბათ იმიტომ რომ უკანა პლანზე ხალხის მოძრაობა კარგად შეიმჩნევა და სურათს აცოცხლებს..
დავფიქრდი. არ ვიცი, რამდენად ხდის გამოსახულებას ფოტოდ უნაკლო გადაღების ტექნიკა და თუ არის კიდევ რაღაც რაც ამას განაპირობებს.. გუშინ ნეშენალ გეოგრაფიკის რედაქტორს ვუსმენდი ტედზე და ასეთი რამ თქვა რომ ერთ ან ორ კარგ ფოტოს იღებს თითქმის ყველა (ტექნიკურმა პროგრესმა და ციფრული ფოტოგრაფიის არსებობამ ძალიან გაადვილა პროცესი), მაგრამ იყო ფოტოგრაფი ნიშნავს რომ იცოდე რას იღებ და გქონდეს ბევრი მეტყველი ფოტო და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ გამართლების შედეგი. ამას პროფესიონალიზმი ქვია და ალბათ ის, რასაც მე ვეძებ არის ავტორის ადამიანური ფაქტორი ჩადებული თუნდაც დოკუმენტურ და აბსოლიტურად რეალისტურ ფოტოში..
This two almost identical photos were captured in last year. Today, I ve looking through
old folders and accidentally found them. In first photo focus is quite bed as you see, on the second everything is as must to be, but if I choose the first image is more Photo then another, maybe because that on its backdrp peoples movement is better seen and it alives street scene. I don't know subjectively, why I prefer this picture, but feel that its better in spite of absence of clear focus. Maybe, something that makes from image a picture that express some mood of moment is a professionalism and that's that i try to reach..