ყველაფერი ორი თუ სამი წლის წინ დაიწყო, როცა ვალენტინობაზე ალექსანდროვში მოზასავე წყვილებს გადავუღე. ძალიან სასაცილო ფოტო გამოვიდა, 8 წყვილი კოცნაობს ბაღში, სკამზე და ყველას გვერდით უდევს ობოლი წითელი ვარდი. მაშინ აღვშფოთდი, რა ამბავია ეს ერთგვაროვნება, ერთს მაინც ეჩუქებინა ტიტა, ან სხვა რიცხვებში ეაზასავათ, განა აუცილებლად სიყვარულის დღე უნდა იყოს მეთქი.
ამის მერე, ოლვეისის ხიდის კიბეებზე გადავუღე წყვილებს, ლამაზი ფოტოა, მანამდე კიდევ რამოდენიმე კადრი შემომეფოტკა და გამოვიდა რომ კოცნებს ვაგროვებ.. მშვენიერი ჰობია, რას მერჩით :)


როდესაც ფეისბუქში მოზასავეების ფლეშმობი დაიგეგმა, ხელებს ვიფშვნეტდი კმაყოფილებით, ფოტოაპარატიც გავამზადე, მაგრამ რა ხეირი.. დიდის ამბით საპროტესტო ზასაობის მოსაწყობად წასული ხალხიდან მხოლოდ სამმა გაბედა.. და ისიც პრესტიჟის კოცნა. ეჰ.. სოცმედიავ, სოცმედიავ.. ესაა შენი ძალა? დასკვნა. არაფერი გვეშველება, შინაგანად ისევ კონფორმისტები ვართ.
ნონკონფორმისტებზე ჰელმუტ ნიუტონი გამახსენდა, კაცი – ლეგენდა, ცინიკოსი, გენიოსი და ქალების ფოტოგრაფი, დავაზუსტებ – თავისუფალი და ძლიერი ქალების. და მისი ერთი ფოტო, დიპტიხი – They are coming! ასე ქვია სურათს, სადაც რამოდენიმე მოდელი სტუდიის ცივ თეთრ ფონზე ჯერ შიშველი და მერე ჩაცმულია გადაღებული,.მათ კუშტ მზერაში სიმორცხვისა და სირცხვილის ნატამალსაც ვერ ამოიკითხავთ, ისინი მოდიან !
ეს ევროპაში, 1981 წელს, რა ხდება ჩვენთან 2011–ში? პასუხად ისევ ჩემივე ფოტოს დავდებ და იმედს ვიტოვებ რომ იგი არ გახდება სიმბოლური წინასწარმეტყველება, თუმცა კი რავიცი, რავიცი..
ეს ევროპაში, 1981 წელს, რა ხდება ჩვენთან 2011–ში? პასუხად ისევ ჩემივე ფოტოს დავდებ და იმედს ვიტოვებ რომ იგი არ გახდება სიმბოლური წინასწარმეტყველება, თუმცა კი რავიცი, რავიცი..







12 коммент.:
ვაი ვაი 3 წყვილი მივიდა მარტო? :( არა რაღას აჭერენ ამ "ეთენდინგს" თუ არ მიდიან. ეეე...
იმედს იტოვებ რომ გახდება სიმბოლური წინასწარმეტყველება, თუ რომ არ გახდება?
ვიტოვებ რომ არ გახდება, ჩავამატე უკვე :)
მაგრამ თუ გახდება ხომ ვიტყვი, აი ხომ გეუბნებოდით ვწიბნასწარმეტყველებ მეტქი..
ზასაობა რა არის?
ფიქრო, 2008 წლის ფოტო რა მა გა რია )))
და "ქალები მოდიანზე" გავჭედე =)
მადლობა ზურ :) ნიუტონმა ქალები გახადა და ჩვინთან ჩადრიანები მოდიან
გიგილოჯან, ზასაობა არის ქიხია :დ
ქიხი კაია, ნუუ კაი ქიხი კაია და მასეთი გაპიარებული ქიხი რაში ვარგა.
ვერ მივხვდი ვერაფერს :)
რა მაგარია "ქალები მოდიან"...
არ გახდება, არა :)
ნუ, მე არც ზასაობის აქციაზე წავსულვარ, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, "ეთენდინგ"–იც არ მიმიცია. ჩემს თავთანაც მართალი ვარ და სხვებთანაც :)
დღეს მითხრეს რომ ეგ აქცია ჟურნალისტებმა დაშალეს, აგვისტოს ომი არ გაუშუქებია იმდენ მედია საშუალებას, რაც მანდ მოიყარა..
არის ამაში სიმართლის ნატამალი :)
აუ პირველი ძალიან მაგარი სურათია ბევრი ვიცინე :))))
Post a Comment