
ცხონებული მამიდაჩემი გამწარებული კომუნისტი და გაუთხოვარი ბიბლიოთეკარი გახლდათ, წიგნი შეგვაყვარა ყველას სანათესაოში . სკრუპულოზურად ინახავდა ყველა ბლანკს, საბუთს და წერილს რომლებსაც ახლა მივადექი და ვაციფრულებ. ეს სამკუთხედიც იქვე ვიპოვე დამტვერილ ქაღალდებში.


წერილი ფრონტიდან, უცნობი ჯარისკაცი რომელიღაც შორეული ნათესავია, სახელს ვარკვევ, მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საიქიოდან მომწერეს და სოფლის სასაფლაოზე ნანახი გაყინული სახეები დროებით გაცოცხლდნენ.





8 коммент.:
დიდებული დრო იყო, დიდებული ხალხი.
ახლა გამოვკითხე მამაჩემს და შოთა ერქვა ჩემი მოგვარე იყო 20 წლის გარდაცვლილა, პატარა რომ ვიყავი მსხალს მაჭმევდა ხოლმეო, მამაჩემი 73–ს ხდება.. დედამისს როცა დაიღუპა მას მერე ყოველ წელს მოქონდა ჩემთვის ის საადრეო მსხალიო
რა საინტერესო და სასიამოვნოა... კიდევ რამდენ რამეს იპოვიდი :))
What a moving moment.
Please have a good Sunday, month as well.
daily athens
გავარჩიე როგორღაც შინაარსი (ვიცი რო უზრდელობაა სხვისი წერილების კითხვა, მარა...) კარგი ბიჭი ყოფილა მართლა :)
ისეთს არაფერს წერს, ჩვეულებრივი მოკითხვებია, ვისაც წერს ისინი აღარც არიან.. უბრალოდ იმეილის ეპოქაში ეს სამკუთხა ქაღალდი ძალიან არეალურებს იმ მოვლენებს რაც ისტორიაში ვკითხულობთ ხოლმე. არეალურებს კიარადა აახლოებს
უცნაური გრძნობაა ძველი ხელნაწერის და ამბების კითხვა გაყვითლებული თაბახებიდან.. :)
ჩემთან მსგავსი არაფერი შემორჩა, თუმცა გულით სულ მივილტვი ისტორიისკენ და სულ ვეძებ რაღაცებს,ძირითადად, სხვაგან.
კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ძალიან მაგარი, ლაკონიური და შინაარისანი ბლოგი გაქუს! :დ
Post a Comment