განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Sunday, November 28, 2010

Friday, November 26, 2010

სიღნაღი არატურისტულად

საიდან დავიწყო? ალბათ იქიდან რომ პირველად აქ გავიჩინე თაყვანისმცემელი, რომელიც ჩემზე ძაალიან უფროსი იყო, მთელი 16 თუ 17 წლის და მე კიდევ მასზე ერთი თავით მაღალი და 13ს, თუ ბულვარზე საღამოობით მილიონ ალიხ როზ და ვერნისაჟი რომ ისმოდა ხოლმე? ან მეზობლები აივნიდან აივანზე რომ ჭორაობდნენ და პირდაპირ ფანჯრიდან რომ შეიძლებოდა თამარას მკვახე ვაშლის მოპარვა? თუ ბაკლაშკას მარწყვების ისტორია მოგიყვეთ..
დავიბენი. საინტერესოა ვითომ? იქნებ არც ისე, მაგრამ იქ ჩემი ბავშვობა ცხოვრობს და კედლებზე გვირილები იზრდება. თუმცა უკვე აღარ, გაარემონტეს და ამოძირკვეს ძირფესვიანად, ქალაქი კი კინოს დეკორაციას დაემსგავზა, ჭყეტელა ბუტაფორიას. რემონტი კარგია და ფერებიც თანდათან ხუნდება, მაგრამ საკმარისია ცენტრს გასცდე და ქვაფენილი დამთავრდეს რომ ნგრევა იწყება. რაზრუხა. არადა სიღნაღი სულ ერთი ციცქნაა, ავლაბრის ხელაც კი არაა.

პ.ს ფოტოები დაუმუშავებელია
















Thursday, November 25, 2010

პელო

IMG_5740

ეს პელოა, ანუ პელაგია, უხსოვარი ასაკის ბებია, დეიდაჩემის მეზობელია სიღნაღში. არც შვილები ყავს, არც ახლობლები, სულ მარტოა, ტელევიზორიც კი არ აქვს. ზის მთელი დღე და ფანჯრიდან გამვლელ გამომვლელებს ალივერებს. საშინელი ავია, იწყევლება მაღალმხატვრულად და გლანძღავს თუ თვალში არ მოუხვედი, მარტო თავისი გასიებული კატა უყვარს.
პელოს რთული ხასიათის შესახებ მე, ჩამოსულს აბა საიდან უნდა მცოდნოდა? არადა ვიცოდი:))) ხოდა გულითადად გავუღიმე და აპარატი მოვიმარჯვე, რატომღაც თვალში მოუვედი და კონტაქტზე გამოვიდა. ბებერი ვარ, რათ გინდა რო სურათს მიღებო, არაუშავს ბებერი რომ ხართქო და და გადაღება გავაგრძელე, ის კიდევ უკბილოდ მიღიმოდა. წასვლისას ხელიც კი დამიქნია.

IMG_5739

IMG_5741

pelo20081205_0129

Wednesday, November 24, 2010

ნისლიანი პეიზაჟები Foggy Landscapes

ვერ ჩამოვყალიბდი ფერადი ჯობია თუ შავთეთრი და ამიტომ ორივე იყოს აქ.

_MG_5553 copyBW

_MG_5553 copy

Saturday, November 20, 2010

Wall fragments from Italy

აბა სად გაგონილა იტალია მათ გარეშე? მადონები, ბევრი მადონები, ყველგან, ყველა კუთხეში.

_MG_4054 copy

IMG_3881 copy

დაახლოებთ ასეთი რამ წერია ლათინურად:"ბედნიერების სათავევ, ილოცე ჩვენთვის" თუ ვინმემ იცის კათოლიკური ლოცვის ეს სტრიქონი როგორ ითარგმნება ზუსტად, მეც განმანათლეთ გეთაყვა :)

_MG_4044 copy

დაჭყეტილთვალება და დორბლიანი :)

_MG_4094 copy

Thursday, November 18, 2010

საშემოდგომო კონტრაჟური

_MG_5450

აბსურდული ფრაზები და ქინძისთავების გალქტიკა

წლების წინ ამ პოსტს დაერქმეოდა გრუზავიკი პოსტი და იქნებოდა წუწუნი თემაზედ როგორ დავიღალე და აღარ შემიძლიან, მაგრამ საბედნიეროდ პლანეტებმა განლაგება შეცვალეს ქინძისთავების გალაქტიკაში

_MG_5271

რატომ გადავიღე ეს კედლები ზუსტად არც ვიცი, ამ წარწერებს ისეთი განწყობა მოაქვთ, რაღაცნაირის გარდა სხვა ზედსართავს რომ ვერ დაურთავ. რაღაცნაირი ფოტოები და რაღაცნაირი პოსტი.
აბსურდულ–აბურდული :)

_MG_5280 copy

_MG_5274 copy

Tuesday, November 16, 2010

Ponte Vecchio

p

პონტე ვეკიო (იტალ. Ponte vecchio „ძველი ხიდი“), შუასაუკუნეებისდროინდელი ხიდი ქალაქ ფლორენციაში, მდინარე არნოზე. თავდაპირველად ხის ხიდი ამ ადგილას, გადმოცემის თანახმად, რომაელებს აუგიათ, რომელიც შემდგომში 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. 1345 წელს ხიდი ხელახლა ააგეს, ამჟამად ქვისა. ხიდის უმთავრესი დიზაინი ტადეო გადის ეკუთვნოდა. ხიდი შედგება სამი სეგმენტური თაღისგან, რომელთაგან ცენტრალური 30 მეტრის დიამეტრისაა, განაპირა ორი კი — 27 მეტრის.

p2

ხიდი მთელი ისტორიის მანძილზე ვაჭართა და სოვდაგართა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. მათი ეს დაინტერესება კი ლეგენდის თანახმად იმით აიხსნება, რომ ხიდზე ვაჭრობა იმ დროს გადასახადებისაგან გათავისუფლებული ყოფილა.


1565 წელს ჯორჯო ვაზარის კოზიმო I დე მედიჩის დაკვეთით ხიდზე „ვაზარის კორიდორად“ წოდებული შენობა დაუშენებია, რათა პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე გზა არქიტექტურულ კონტექსტში ჩაწერილიყო. 1593 წელს ხიდის პრესტიჟის ასამაღლებლად კოზიმო მედიჩიმ ხიდზე ყასბებს ხორცის გაყიდვა აუკრძალა, რის შემდეგაც ხიდი ოქროთი მოვაჭრეებმა დაიკავეს.
ხიდზე ვაჭრებს დახლები ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე ვალებს ვერ იხდიდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას უკრძალავდნენ, ლეგენდის თანახმად სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა ტერმინი „ბანკროტი“, რაც იტალიურად „გატეხილ სკამს“ (banco rotto) ნიშნავს

p1

სტატია ვიკიდან წამოვიღე, აი ამ ბმულიდამ

Friday, November 12, 2010

ამჯერად ფლორენცია Firenze Florence

გავისეირნოთ მედიჩებისა და პიტების ქალაქში :)

florencia20080809_0119

florencia20080809_0127 copy

florencia20080809_0120

florencia20080809_0122

florencia20080809_0126

Thursday, November 11, 2010

ისევ ბოლიასკო/BOGLIASCO

b

ამჯერად უკომენტაროდ და დამუშავებული ფოტოებით

b4

b3

b2

b1

Monday, November 01, 2010

ბოლიასკო/BOGLIASCO

პატარა სოფელია იტალიის რივიერაზე, სადაც ჩადიხარ და ყოველ ნაბიჯზე კივიხარ რა მაგარი ადგილიაააააააა
ფოტოებს არ ვამუშავებ, გულიც გამისკდება ესენი კიდევ რომ გავალამაზო.
ხოდა გაისეირნეთ თქვენც ჩემთან ერთად.

ტაკს. რკინიგზის სადგურიდან ხედი, ტრენო დი იტალია.. ჩამოვედით.

_MG_3908

ცოტაც და ზღვა გამოჩნდება

_MG_3913

აი ისიც
_MG_3915

მამმა მია!! გამოგნებელი ხედი, მოდი და ნუ იკივლებ

_MG_3919

ადგილი სადაც დავეყარეთ, ისე კი საშინელი მლაშე აღმოჩნდა ხმელთაშუა

_MG_3920

თეთრი ეკლესია ზემოდან დაგვყურებდა

_MG_3932

გაგრძელება იქნება..

Followers

Archive