განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Thursday, September 30, 2010

შემთხვევითი ფოტოები პარიზიდან

ეს ხიდი სასტიკად არ მომეწონა, ნამეტანი ბრჭყვიალებს.

Picture 068 copy

სამაგიეროდ, მომეწონა გრაფიტი.

Picture 085 copy

აქ გოთიკა და მოდერნი მეზობლობენ

Picture 083 copy

ეს გოგო სვეცკაობდა ბალახზე :)

Picture 069 copy

ყვავილების ბაზარი

Picture 100 copy

Tuesday, September 28, 2010

პარიზის მეტრო

სიმართლე გითხრათ, პირველ სურათზე რერია, ანუ ელექტრიჩკა და არა მეტრო. უკანა პლანს თუ კარგად დააკვირდებით, გაარჩევთ კაცს რომელიც აკორდეონზე უკრავს. ასე ხვდება პარიზი ტურისტებს ცნობილი ფრანგული შლიაგერებით, თუმცა, აქა–იქ ჰავანაგილა და ოჩიჩორნიეც გამოერევა ხოლმე :))

Picture 004 copy

Picture 006 copy

Picture 005 copy

ეს ფეხებიც მეტროში გადავიღე და იყოს აქ.

Picture 007 copy

Thursday, September 23, 2010

Contrastive colors / კონტრასტული ფერები

დავალება მაქვს ასეთი, კონტრასტული ფოტოები უნდა გადავიღო. გუშინ ვერ მოვახერხე, ღამის მორიგე ვიყავი და დღეს ძლივს გავიღვიძე. გავედი და ჯიბრზე მაშინ მოიღრუბლა ცა, ანუ ფერების ამბავს რბილად რომ ვთქვათ, წყალი შეუდგა. მაინც რაღაც მოვახლაფორთე და ბარემ აქაც დავდებ, იყოს ოჯახში :)

ჩემი ჯეოსელი

_MG_4599

ბოლობოლო იწვიმა კიდევაც, ამ ქოლგიანი ბავშვების დანახვა ყავისფერ ქალაქში წანწალის მერე ნამდვილი უფლის წყალობა იყო

_MG_4684


ესა კიდევ ისა, ხომ იცანით, ალიევის სკვერი.

_MG_4605

Monday, September 20, 2010

აბა მაკროებიი, საშემოდგომო მაკროებიი

_MG_4517 copy

დავიწყებ იმით რომ მაკროფოტოგრაფია ჩემი პირველი სიყვარულია, როგორც უამრავმა სხვამ, მეც ყვავილების გადაღებით დავიწყე :))) ძველი ნაცოდვილარები შეგიძლიათ იხილოთ ბლოგის არქივში.
მას მერე ყოველ წელიწადს ვიფიცები, რომ არ ვიქნები პაპსავიკი და აღარ გადავიღებ პეპლებს, ფოთლებს და წვეთებს, მაგრამ რად გინდა.. შემოდგომობით ისეთი რბილი და ლამაზი შუქია, სული წამძლევს ხოლმე და შემომეფოტკება რაიმე, მსგავსად იმისა რაც თქვენს წინაშეა..
სხვათაშორის, მაყვალი მკვახეა, მგონი ბროწეულიც.

_MG_4564 copy

_MG_4550 copy

fgh

_MG_4524 copy

Saturday, September 18, 2010

ფოტოები პიზადან

პიზის ვაგზალზე დავტოვეთ ჩანტები და გავემართეთ სახელგანთქმული დახრილი კოშკის სანახავად
გზად არნო გადავკვეთეთ. ხიდიდან ულამაზესი ხედი იშლება, ნამდვილი იტალია თავის ფერადფერადი სახლებით.

piza1

ესეც კოშკი, რომელიც მსოფლიოს ყველა ფიზიკის წიგნში ხატია :)

piza2

ტაძარი კოშკთან

piza3

piza4


ტურისტები ისტერიულად აჩერებენ კოშკის ვარდნას და იღებენ და იღებენ სურათებს.. თავბრუ დაგეხევევა იმდენი ხალხია და ყველა ხელებს პარჭყავს ამ იაპონელებივით.

piza5

პიზაში ჭიქებიც გადაყირავებულია :))

piza6

ეიფელი და ბეემჭე

_MG_3393

_MG_3369

Thursday, September 16, 2010

შავ თეთრი პაემანი

ვისაუბროთ
კატებზე
ან გავჩუმდეთ, მოვწიოთ.
ყავა, ჩაი,
მდინარე და
შემოდგომის პირველი შემცივნება.

Picture 063

Tuesday, September 14, 2010

წითელი

სადღაც ფლორენციაში წვიმდა..

aaaaaaaaaaa

IMG_4034 copy

Monday, September 13, 2010

ფიატი როგორც გადაადგილების საშუალება

წითელი
პარიზში მანქანებს ასე ახლოახლოს რატომ აჩერებენ ან როგორ გამოდიან რიგიდან დღემდე უპასუხო კითხვად მრჩება და თუ ვინმემ იცით გამანათლეთ მეც. ნახეთ, იქაც ჩვენნაირი მახინჯი მწვანე ნაგვის ყუთები დგას

_MG_3387 copy

ყვითელი
პატარა, პუსკუნა, საყვარელი ფიატი და კაფე მოწნული მაგიდებით და ერთმანეთს მიდგმული სკამებით კარგად რომ ჩაეხუტონ ერთმანეთს.

Picture 071 copy

თეთრი
ბებერი, გასაწმენდი და ფლორენციელი :)

IMG_4384 copy

Saturday, September 11, 2010

ტანგო მილანში

არ შემშლია, დიახ, მილანში, სადღაც კორსო მაჯენტასთან ბანკის ეზოდან გამოდიოდა მუსიკის ხმა და ეს წყვილი ცეკვავდა ფილაქანზე. მაყურებლები მარტო მე და ჩემი მეგობარი გახლდით, ალბათ რეპეტიციას გადიოდნენ, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო..
მაგრამ ფოტოები გამოვიდა რაღაც მომწვანო მოცისფრო ტონალობის, არანაირი მაჯენტა.. არაუშავს ხო? :)

IMG_3773 copy

IMG_3770 copy

ეს კი პიაცოლას ტანგო განწყობისათვის, თორემ წვიმს..

http://www.youtube.com/watch?v=eKApx0WgUhY&feature=related

Thursday, September 09, 2010

ბეღურებს დასცხათ..

არ ვიცი რა დავწერო. აი ბეღურები, ჭყაპუნობენ თავისთვის ბედნიერად სადღაც პარიზში, თბილისში კი შემოდგომა მოვიდა, დღეს ცოტა შემცივდა..

Picture 079

aaa

Friday, September 03, 2010

პარიჟანები კვების დროს ანუ ბონ აპეტი :)

პარიზი აბა რისი პარიზია კაფეებისა და ფრანგული კერძების გარეშე? ხოდა მეც გადავიღე რამოდენიმე პორტრეტი ამ თემაზე.

_MG_3385

ეს კაცი ასე ნეტარებით აგემოვნებდა შავ ღვინოს..

_MG_3383

ამ ფოტოს არსებობა ლურჯი ბოთლის დამსახურებაა რომელიც ძალიან მომეწონა. ოდესმე ასეთი ბოთლი უნდა ვიყიდო, ოღონდ მწვანე და იქნებ სურვილებიც აასრულოს.

_MG_3428

ეს ქალბატონიც დიდი სიამოვნებით მიირთმევდა სალათს და სტარბაქსის ყავას აყოლებდა ზედ.

_MG_3287

ეს სალათი იყო ისეთი გემრიელობა ვერ აღვწერ, ნახევარი რომ შევჭამე, მერეღა მოვიფიქრე ფოტოს გადაღება. მoცარელა, ლორი, სალათის ფურცლები, სტაფილო და რაღაც ღვთაებრივი სოუსი. სამწუხაროდ სახელს ვერ ვიხსენებ.

Picture 014

ეს კი ერთი ყლუპი პარიზი. წყალი დააყოლეთ.იმედია მოგეწონათ პოსტი :)

Thursday, September 02, 2010

ხედები ტრიუმფალური თაღიდან

_MG_3730

ერთ მშვენიერ დღეს ალაგებ ზურგჩანთას და მიდიხარ პარიზში. ოოო პარიზი.. თვალებს ნაბავენ დაქალები, რა მაგარიაა.. ამ გადატრიალებული თვალების შემხედვარე ძალაუნებურად იხსენებ რასთან ასოცირდება ეს ქალაქი. ჰემინგიუი, ფიესტა ეტერნა, სამი მუშკეტერი, ხახვის სუპი(ეს საიდანღა ჩაეკვეხა?)ღვთისმშობლის ტაძარი, ნადარი უღებს სარა ბერნარს, რემარკი, რავიკი ტრიუმფალური არკა.. სტოპ. გაიტანეთ რავიკი, თინეიჯერი გოგონები მასზე მეგობრობის დღიურებში წერენ, ჩემი სიმპატიის გრაფაში. ვნახე ბოლობოლო ეს ყბადაღებული თაღი და ხედებიც გადავიღე. აგერაა.
სწორად გამიგეთ. პარიზი მართლა მაგარი ქალაქია, ეიფელიც კი ვერ ამახინჯებს

_MG_3716

_MG_3719

_MG_3722

_MG_3723

Followers

Archive