განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Monday, August 30, 2010

Drop


rose, originally uploaded by fiqro.

ძველი ფოტო ამოვქექე ფლიკრზე

Tuesday, August 24, 2010

როგორ ჭამა პარიზში ფიქრომ ხახვის სუპი

პირველად იყო ფორუმ.გე, რა პარიზი რი პარიზი. მიუხედავად იმისა რომ მე და კულინარია ერთმანეთისთვის არ შევქმნილვართ, სხვისი დაწერილი ან აღწერილი კერძების კითხვა და გემოს წარმოდგენა ძალიანაც მიყვარს. ერთ დღესაც წავაწყდი წვნიანებში ჯინჯის აღწერილ ზემოთ ხსენებულ კერძს და ავიკვიატე ოდესმე მაინც გავსინჯავთქო. ხოდა ასე აგისრულდათ ყველაფერი, მნია, კიდევ მინდა. სურათიც გადავუღე, აბა სხვანაირად როგორ.
ა, ბატონო ლინკი. http://forum.ge/?f=82&showtopic=33695832&st=30
რაც შეეხება რეცეპტს, იმდენად მხატვრულია რომ უცვლელად ვაკოპირებ და გაეცანით და დააგემოვნეთ. მადლობა ჯინჯიკო.

IMG_3699 copy

ტაკს, მაშ დავიწყოთ. რატომ ხახვის სუპი? იმიტომ რომ უგემრიელესი სუპია. ყველაზე გემრიელი სუპია. სამწუხაროდ თბილისში არც ერთ ზავიდენიაში მას მიახლოებითაც კი არ ამზადებენ ისე, როგორც ამას წესი ითხოვს, მოაქვთ წყალში ჩახარშული ხახვის ფოთლები. ამდენად ვარიანტი იყო ორი. ან უნდა დამევიწყებინა ხახვის სუპი, ან უნდა მესწავლა მისი კეთება, მე მეორე ვარიანტი ვამჯობინე, მივაგენი რა ორიგინალურ რეცეპტს, მცირედი მოდიფიკაციების შემდეგ მივიღე ზუსტად იმ, სულ პირველი ხახვის სუპის გემო. დროთა განმავლობაში ჩემმა ხახვის სუპმა ჭეშმარიტი ხახვის სუპის connaisseur-ები სასიამოვნოდ გააოცა. ეს ისე შესავალი, რამე სალაფავის რეცეპტს ვდებდე არ გეგონოთ

აქვე სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო , რომ არ არსებობს ზუსტი პროპორციები მაშინ, როცა ადამიანს აქვს ორი თვალი, გემო პირში და გული. იქნება ეს ხახვის სუპი თუ ერბოკვერცხი, უნდა იფიქრო თუ რა სიამოვნებით დააგემოვნებ მას შენ და სხვები. საჭმლის კეთება არის კრეატივი, ზუსტად ასე უნდა მიუდგე, თორე კუჭის გასავსებად დოკტორსკი კალბასიც წავა. ეს იმას მივაყოლე, რომ ინგრედიენტების რაოდენობას გიწერთ პირობითად. თუ იგრძნობთ, რომ მეტი კარაქია საჭირო, არ შეიკავოთ თავი, იმიტომ, რომ ჯინჯის მარტო 40 გრამი ეწერა და ის უკვე გამოიყენე. ნებისმიერი კერძის გაფუჭება შეიძლება რეცეპტის სტროგად დაცვით და ნებისმიერი კერძის გადარჩენა შეიძლება ოდნავ ტვინის განძრევით, ამიტომ არ შეშინდეთ ფიფლ. მაშ ასე,

თქვენ დაგჭირდებათ (იდეაში 6 ულუფაზეა, მარა ყველაფერი დამოკიდებულიამადაზე და თეფშებზე )

- დაახლ. 40 გრამი კარაქი ( ეს დაახლოებით სამი სუფრის კოვზი კარაქია)

- დაახლ. 1-2 სუფრის კოვზი ზეთი (მოჟნო ზეითუნის, მოჟნო ჩვეულებრივი, მე ზეითუნის ზეთს ვერ ვიტან, ამიტომ ჩვეულებრივი ზეთით ვაკეთებ)

- 5-6 დიდი ხახვი (უმჯობესია თეთრი და წითელი შერეულად)

- 1 ჩაის კოვზი შაქარი

- 1 ჩაის კოვზი მარილი

- 2-3 სუფრის კოვზი ფქვილი

- 12 ჭიქა (ჩვეულებრივი კრუჟკა ანუ, რაც დაახლოებით სამნახევარი-ოთხი ლიტრი, გააჩნია ვის როგორი კონსისტენცია უნდა) ბულიონი. ბოსნტეულის ან ხორცის. მე ხორცის მირჩევნია. მისაღებია კუბიკის ბულიონი, მარა ცხადია, რომ ნატურალურ საქონლის ხორცის ბულიონს არაფერი შეცვლის.

- 100 გრამი თეთრი ღვინო ( ვინც ჩამპალი კაპიტალიზმის ქვეყნებში ცხოვრობთ და მაინც გადაწყვიტეთ ხახვის სუპის სახლში გაკეთება , შეგიძლიათ იხმაროთ sherry). ყველა დანარჩენისთვის მშრალი თეთრი ღვინო . მამენტ, ზოგ რეცეპტში ეწერა შავი ღვინოც, მარა მე თავი შევიკავე, მგონი თეთრი უფრო მიზანშეწონილია, თუმცა შავი ღვინით სუპი უფრო მუქი გამოვა, რაც სასურველია.

- დაფნის ფოთლები (აი ვისაც რამდენი გაგეხარდებათ, მე სადღაც 5ს ვდებ ხოლმე)

- душистый горошек (ქართულად არ ვიცი რა ქვია) ერთი 8 მარცვალი რა.

- ერთი ბატონი პური (ფრანგული ბაგეტი, ქე რო პოპულიში იყიდება ისეთი, ჩვეულებრივი რბილი თეთრი პურიც წავა)


-ყველი. იდეაში Gruyère. მარა თბილისში ვგონებ ჩემ ფეხს იშოვი, ამიტომ ვიყიდე უბრალოდ მაგარი (მაგარი ვსმისლე მკვრივი ) ყველი და ის ვიხმარე. მერე აღმოჩნდა რომ ჩვეულებრივი შვეიცარიულიც მშვენივრად უხდება.

ეხლა უშუალოდ პროცესი.

ხახვი უნდა დაჭრათ ძააალიან თხელ რგოლებად. მაქსიმალურად თხელ რგოლებად. მერე საკმაოდ დიდ ქვაბში ასხავთ 2 კოვზ ზეთს და 20 გრამ კარაქს, ამატებთ შაქარს მარილს და ყრით ხახვს. შაქარი არ გამოგრჩეთ, კარამელიზაციას უკეთებს ხახვს. ტკბილი გემო არ ექნება სუპს, სამგიეროდ ხახვი გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
მოკლედ ხახვს რომ ჩაყრით, სადღაც ერთი წუთი მაღალ ცეცხლზე ურიეთ, რომ დალბეს და ზეთით და კარაქით გაიჟღენთოს. მერე აყენებთ დაბალ ცეცხლზე, ახურავთ ქვაბს თავსახურს და სადღაც 10 წუთი თუშავთ, სისტემატური მორევით. მერე ახდით თავსახურს, დაუმატებთ დარჩენილ 20 გრ კარაქს და მუდმივად ურევთ სადღაც 15 წუთი, მანამდე სანამ ხახვი არ გახდება მოყავისფრო და წელვადი. (დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ქვაბში ბევრი ხახვი თუ იწვება, არ გახდება სასურველად ყავისფერი. ეგ არაა ტრაგედია, პროსტა სუპი იქნება ოდნავ უფრო ღია). როცა ხახვი მზადაა, უმატებთ ფქვილს, ნელნელა რო მოაკაროთ უკეთესი იქნება, მარა ნებისმიერ ვარიანტში შეიკვრება ეგ თქვენი ფქვილი, არაფერი საგანგაშო არაა, აგძელებთ ჩვეულებრივად მორევას, სანამ ფქვილი არ გახდება ყავისფერი. როცა ფქვილი ყავისფერი გახდება, ასხავთ ქვაბში ბულიონს (შეკრული ფქვილი გაიხსნება მაგაში, მაგიტომ დავწერე, რომ საგანგაშო არაა), ამატებთ ღვინოს, დაფნის ფოთლებს, душистый горошек -ს, მარილს და პილპილს გემოვნებით, ახურავთ თავსახურს და დაბალ ცეცხლზე ტოვებთ 15 წუთით. ხანდახან მოურიეთ.

ამასობაში

ჭრით ბაგეტს დაახლ. 2 სმ სისქის ნაჭრებად, თუ გაქვთ ჩვეულებრივი პური, მაშინ უბრალოდ კანი მოაჭერით, და დუხოვკაში ბრაწავთ. (სუხარის მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ). სუპს ასხავთ ქოთნებში, ან სპეციალურ თეფშებში, სუპის ჯამებში. მუღამი ისაა, რომ იყოს ღრმა და არა განიერი და თერმოგამძლე. (მე სპეც. მაგ სუპისთვის შევიძინე სუპერში ეგეთი ჯამები). ასხავთ სუპს თქვენს ქოთნებსა თუ ჯამებში, ზემოდან ადებთ უკვე შებრაწულ პურს ისე, რომ მთლიალად ფარავდეს სუპს (მაგიტო ვამბობ რომ ჩვეულებრივი თეფში არ წავა). ზემოდან, პურზე, აყრით გახეხილ ყველს, სულო და გულო -იმდენს. დგავთ ამას დუხოვკაში სანამ ყველი არ დადნება (მე გრილის ნაწილს ვრთავ ხოლმე და ჩქარდება პროცესი).

მოკლედ,

bon appétit!

Friday, August 13, 2010

მოლოდინი პოსტი

აეროპორტები ვაგზლები და ძმანი მათნი ისეთი ადგილებია უამრავი ზომაწონაფერფორმის და გამომეტყველების ადამიანს რომ გადაეყრები და ფილოსოფოსობის ხასიათზე დაგაყენებს. მუდმივად არავინ რჩება, რეისს ელოდებიან, ახლობელს, ან გოდოს, მიდიან, მოდიან, აქედან იქით, იქიდან აქეთ. ზოგისთვის სატრანზიტო ალაგია, ზოგისთვის დანიშნულების.. და ზოგისთის ამოსავალი პუნქტი. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ ბატონებო :)

წამოსვლისას რიგის აეროპორტში ყურყუტი მომიწია და მაშინ გადავიღე ეს სურათები. უყუცნაური შეგრძნება მქონდა რომ არდადეგები დასრულდა და ვერ ვნახე რიგა რომელზეც ვოცნებობდი და დამღალა იმან, რაც ძალიან მიყვარს ანუ სახეების თვალიერებამ, რომლებიც ერთ დიდ სიჭრელედ გაერთიანდა, როგორც კალეიდოსკოპში.
და იცით რა მაინტერესებს? დაბრუნებისას ყოველთვის ასეა?

_MG_3264

_MG_3266

Wednesday, August 11, 2010

პარიზული რელაქს პოსტი

კარლსბერგი. მნიამ :)

_MG_3380

გაუბედურებული და სიარულისაგან დატანჯული ჩემი ფეხები

_MG_3334

სენა და პონტ-ნოფი და წაბლის ხეები

_MG_3333

Monday, August 09, 2010

პარიზული სახლები

აი ასთებია, 4 -5 სართულიანები და აჟურული აივნებით, არ ვიცი რა ქვია ამ არქიტექტურულ სტილს, ყველა ერთმანეთს კი გავს.

_MG_3392

აქ უკანა პლანზე ეიფელიც ჩანს

_MG_3390

_MG_3388

Saturday, August 07, 2010

მილფი და რვა აგვისტო

მართალია ეს ქალი უზულას ვაჩუქე, მაგრამ რომ არ გავბლოგო არ იქნება. თანაც საცაა დადგება რვა აგვისტო და მივმართავ ყველას, ვისაც 30 მანთად გადაფრენა და მატუშკა რასიას როზგები/პრიანიკები ენატრება: ამაზე უკეთესი არ გაღირსოთ ღმერთმა!!!

Picture 002

Thursday, August 05, 2010

აი რა ნახეთ ამ ეიფელში?

მართლა ვერ გავიგე. რკინის ჯართი და მასზე ამსვლელთა უსასრულო რიგი.რომანტიკა არა კვახი. ფალოსი პარიზშიც ფალოსია.

_MG_3403


_MG_3398

აი ესაა რომანტიკა გასეირნება სენაზე იახტით. ამ იახტებზე ცალკე დავწერ.

_MG_3353

Followers

Archive