განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Friday, July 16, 2010

ქალაქებზე და წვიმებზე

რა უმადურები ვართ ადამიანები, ორიოდე დღის წინ წვიმას ვნატრობდი, ახლა მოვიდა და ეს რას გავს, ცა ჩამოიქცა მეთქი..
სურათებზე მოღრუბლული სტამბულია, მარადიული ქალაქი, ერთმანეთში აზელილი ევროპა-აზიით და განუმეორებელი სიჭრელით, მაგრამ ამჯერად სხვა ქალაქების არომატი მინდა გავსინჯო.


sur 1321

sur 1236

sur 1161

Sunday, July 11, 2010

პოსტი წვიმაზედ

დავიწვიიიიიიიი!!! მოიყვანეთ ბაყაყები, მუსრი უნდა გავავლო~! მკიდია ცხოვეელთა დაცვა, წვიმა მინდა მე!!

sss5

rain

marti 273 copy

marti 268 copy

Friday, July 09, 2010

მორიგი პოსტი

მორიგი იმიტომ რომ არ ვიცი რა დავარქვა, სიცხით შეწუხებულს იმის თავიც კი არ მაქვს, კარადის შიგთავსის რევიზიით დავკავდე, უაზროდ გადავაადგილდები ჰამაკსა და კომპს შორის.
ეს კი უბრალოდ ქუჩის სცენებია, ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც უსინათლოებზე რეპორტაჟის დროს ხელს გამოვაყოლე. 15 ან 20 წლის შემდეგ ალბათ უფრო საინტერესო იქნება, ისევე როგორც მე მიყვარს ძველი ალბომების ქექვა..

IMG_3061

ეს წყვილი სულ შემთხვევით მოხვდა კადრში

IMG_3052

აი ბებო და ლომისყბები კი ძალიან მომეწონა მაგრამ ვერ გადავიღე მთლად კარგად, მზე ზენიტში იყო..

IMG_2907

Tuesday, July 06, 2010

აბდაუბდა პოსტი

მიყვარს საფრანგეთის საკონსულო და ცუდი არაფერი გამაგონოთ იცოდეთ, აი სულ უპრობლემოდ დაამშვენა ჩემი პასპორტი შენგენის ვიზით და ორ კვირაში ჰერიიიიი... პარიზი, რომი და ვაიმე როგორ მიხარია შვებულებამდე დღეებს ვითვლი.
ესესაა მესამე კოღო მოვკალი, შემოსევაა, მაინცდამაინც დაკბენილი უნდა გავფრინდე? საზიზღარი მწერები.
ტანსაცმელი. რა წავიღო რა დავტოვო, რა ვნახო და რას გადავიღებ.
გადავწყვიტე ცნობილი ადგილები არ ჩავაკარტოჩკო, რა საჭიროა , მხოლოდ ის რაც ყურადღებას მიიქცევს, და ჩემი იქნება მარტო.
რაც შეეხება ფოტოებს ქვემოთ, სტამბოლელი მოხუცებია, ყველაზე ძალიან ბაბუ მომწონს, მზეს რომ ეფიცხება, ნეტავ როგორი სიბერე მექნება? იმედია მექნება ოდესღაც.

sur 1131

sur 1133

sur 1281

Sunday, July 04, 2010

სიცხით შეწუხებულ-შთაგონებული პოსტი

როგორც სათაურიდანვე ცხადი ხდება, მცხელა. ფოტოებიც გაგრილების თემაზეა, ალბათ იცანით , ბოსფორზეა გადღებული.

sur 1579

sur 999

sur 1515

Friday, July 02, 2010

აივანზედ

დავიღალე აი, მაგრად დავიღალე. ვზივარ და მივშტერებივარ მონიტორს, ძილის დროა და ვერ ვიძინებ.
გუშინ სოცმედიის დღეზე ვიყავი, მგონი კიდევ უფრო მეტად გავასოციალდი, თუმცა ნაყოფიერად ვიჭორავე და პიცაც გემრიელი იყო, მადლობა .
შვებულებამდე დარჩა 18 დღე.
ეს აივანი კი საჯარო ბიბლიოთეკის ფანჯრიდან გადავიღე, კაი ადგილია ყავის დასალევად.


_MG_3174

Followers

Archive