განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Saturday, June 26, 2010

ფალოსი # 2 ამჯერად საბჭოთა

ეს ვარსკვლავი რა ვერ ჩამოხსნეს.
ანატომიურად მაინცდამაინც არ გავს მაგრამ იდეურად მაინც ფალოსია .

IMG_3014 copy

Wednesday, June 23, 2010

უმუდმივობის მუდმივა

_MG_2773

რაც არ უნდა დიდი ჩაქუჩით ვამტვრიოთ საათები, დრო მაინც მიდის და ვიზრდებით. ფიქროს ენაზე გაზრდა გამოცდილების დაგროვებას და მის გაანალიზებას ნიშნავს.
მგონი საბოლოოდ გამოვთეორეტიკოსდი და ეგრეთ წოდებული უმდგრადობის თეორია ვშვი, რომელიც ღაღადებს რომ არამდგრადობა ერთადერთი მდგრადი მაჩვენებელია ცხოვრებაში. სტაბილურობა ძირითადი მოთხოვნილებაა ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, ოჯახი, სახლი, დაცულობა, დაკანონებული ურთიერთობები, შვილი და რა აღარ ასოცირდება ამ შეგრძნებასთან.ყველაფერი დაკარგვადია და ილუზორული.
წერტილების გადაკვეთა
მე მას მერე გავჩნდი რაც ჩემი და გარდაიცალა
დასკვნა #1
ოჯახის წევრები დაკარგვადები არიან
გაგრძელება - მშობლების სიბერე.
დანაკარგი მეორე - არშემდგარი ოჯახი და შეწყვეტილი ორსულობა.
დასკვნა #2 იაჩეიკა ობშესტვა პიტალო ფარსი შეიძლება გამოდგეს :)
გაგრძელება - ექს მეგობრები, სამსახურები, კაცები და ასე შემდეგ.
ბეევრი წერტილები იკვეთება.
რელიგიას კი როგორც მუდმივს ვერ აღვიქვამ, კიარადა საერთოდ ვერ აღვიქვამ. თავშესაფრების ძიება არ მჩვევია.
НЕПОСТОЯНСТВО И ЕСТЬ ПОСТОЯННОЕ, ანუ უმუდმივობის მუდმივა გაიჩითა :)
მთელი მარილი კი იმაშია რომ უმუდმივობა შედარებით გავამუდმივო. ოღონდ შედარებით!!!

Tuesday, June 22, 2010

უჟმური მე

ვერ ვარ ხასიათზე , არ მიყვარს ეს საშუალოზე ოდნავ მაღალი შედეგები.. ტესტირება მქონდა და უკმაყოფილო ვარ..

me

სეტყვამ კიდევ მთელი ყურძენი და კარალიოკი ჩამოიტანა ეზოში, საცოდავად ყრია.. რაღაცნაირი უცნაური ცა იყო, შპილერას დავესესხები და სისხლიან ბრძოლის ველს გავდა..

IMG_3205

Sunday, June 20, 2010

ინტერნეტი და ევოლუცია

უსინათლოების პროექტი დასრულდა, დამიტოვა საინტერესო გამოცდილება და კარგი ფოტოები. დღეიდან ბლოგი გადადის ჩვეულ რეჟიმზე, რომელიც რეჟიმის სრულ არარსებობას გულისხმობს.
ახლა სად ინტერნეტი და სად ევოლუცია. ბაბუა დარვინი გვეუბნება რომე, დასაბამიდან იყო ერთი უჯრედუკა, მერე რამოდენიმე, მერე მცენარეებს ფოთლები გაეზარდათ, ცხოველებს ლაყუჩები, ფრთები და ათასი სხვა უბედურება, რომელთაგან ყველაზე რთული ნერვული სისტემაა, ანუ ტვინი, რომლის პრადვინუტი მფლობელებიც ვართ ჩვენ - ჰომო საპიენსები.
აი, აქედან უკვე საინტერესოა. ტვინმა რატომღაც დაიწყო თავისივე შესწავლა და გამოიგონა მეცნიერებები ადამიანის ქცევის, აგებულების, აღზრდის და და ასე შემდეგ უსასრულოდ ამინ.
სტოპ. დავბრუნდით უკან. აბა რა შუაშია ინტერნეტი? დავფიქრდით ჰომო საპიენსებო. ჯერ იყო რამოდენიმე კომპიუტერი, მერე პირველი ქსელები, მერე ტისიპიაიპი და წავიდა ჰეეე.. მირკი, აისიქიუ, მესინჯერი, სკაიპი, სოციალური ქსელები .. ესეც თქვენ ფილოგენეზი, ნეტი ევოლუციონირებს. და ერთი ფაქტი რომ არა, ამ პოსტს არასდროს დავწერდი, კერძოდ ის, რომ ბოლო სტატისტიკით სოციალური ქსელები უსწრებს თურმე პორნო კონტენტს. ინტერნეტი ადამიანურდება, და პასიური, ინსტინქტებზე დამყარებული მასტრუბაცია ადგილს უთმობს მრავალმხრივ ურთიერთობებს.
ესეც თქვენ ევოლუცია, გმადლობთ ზარისთვის, ისაა.. ყურადღებისთვის:)

Thousand kisses deep :)

შესაბამისი ფოტო ვერ მოვიძიე და ისევ ძველს, ვალენტინობაზე გადაღებულს მივადექი. იხალისეთ, გამრავლება მნიშვნელოვანი ფაქტორია ევოლუციაში :)

Thursday, June 17, 2010

ჭადრაკი და შაში უსინათლოთათვის

ჭადრაკის ფიგურები სპეციალური ფეხით ერჭობა უჯრებში, ხოლო შაშის დაფა რელიეფურია..

_MG_2606 [1280x768]

_MG_2669 [1280x768]

Saturday, June 12, 2010

უსინათლოთა პორტრეტები

_MG_1912



_MG_1880 copy



აი ამ ბადისა და სპეციალური წვერ წამახული ჯოხის საშუალებით წერენ უსინათლოები. ეგრეთწოდებული რელიეფურ წერტილოვანი შრიფტი ცნობილია მისი გამომგონებლის, ბრაილის სახელით.
სანამ დავპოსტავდი, ვიკიპედიას გადავხედე და აღმოვაჩინე რომ მუსიე ლუის მსგავსი ტექნიკით მუსიკალური ნოტებიც კი უთარგმნია.

_MG_1833

ბოლო თვეებია უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი წიგნის გამოცემისადმი მიძღვნილ პროექტში ვიღებ მონაწილეობას,(პროექტზე მოგვიანებით დავწერ) ფოტოგრაფად რასაკვირველია. პირველი იაღლიში მაშინ მომივიდა როცა ბრმა ბიჭუნას ვუთხარი მე ისეთ მაგარ ფოტოს გადაგიღებ ყველას მოეწონებათქო. დღემდე მრცხვენია. და ახლაც დავატარებ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ტექსტს: ქალბატონო ფიქრია გისურვებთ წარმატებას და ბევრი ფოტოების დაგაღებას. პირველ სურათზე რომ გოგონაა ჩემთვის წერს ასე მონდომებით :)
მხედველობა რომ დამაკლდა მეოთხე კლასში ვიყავი, მახსოვს როგორ ვწვალობდი ნივთები რომ გამერჩია, კონტურები ერთმანეთს ერწყმოდა და იდღეაბნებოდა, როგორც მერე კახამ იხუმრა სულ ბოკეებში ხედავდიო, აჩკარიკასაც მეძახდნენ.. ეს რაღა შუაში იყო, აზრებს გავყევი. სულ მეშინოდა მხედველობის დაკარგვის და სწორად ასეთ ადამიანებს გავეცანი.. კარგები არიან, ძალიან მხიარულები და უშუალოები.
ესეც პორტრეტები
გაგრძელება იქნება
ეს კიდევ ამავე თემატიკის პოსტები
http://fiqro.blogspot.com/2010/06/blog-post_07.html

კიდევ ორი პორტრეტის დამატება მინდოდა მაგრამ გაჭედა ფლიკრმა და აღარ ჩამოდის ვირიდან.. შემდეგ პოსტად გავბლოგავ, აბა რა ვქნა :(

Tuesday, June 08, 2010

ნატურმორთ!!

დამეწვიეთ
თუმცა შემომეჭამა სანამ ვბლოგავდი :)
_MG_2548

Monday, June 07, 2010

ისინი ვერ ხედავენ. ნაწილი მეორე

რეპორტაჟი უსინათლოების სკოლიდან

პირველი ნაწილი

http://fiqro.blogspot.com/2010/05/blog-post_30.html



http://fiqro.blogspot.com/2010/05/wide-open-me.html

ამ ფოტოებზე ალბათ უნდა დაიწეროს რომ საზოგადოების ნაწილნი არიან და დახმარება და ყურადღება ჭირდებათ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვწერ. არ მეხერხება მოწოდებები. მე მხოლოდ ვიღებ.

პ.ს. გაგრძელება იქნება.



IMG_1980




IMG_1982

IMG_1971

Thursday, June 03, 2010

პრინცის კუნძულები

ადგილი სადაც აუცილებლად დავბრუნდები და თანაც საწინააღმდეგო სქესთან ერთად :)

sur 1691 copy


sur 1713 copy

Wednesday, June 02, 2010

პირველი ივნისი

დღეს დავრწმუნდი რომ გარდა გასაკეთებლისა, გაკეთებულიც ბევრია :))

IMG_2299

IMG_2273

Followers

Archive