გზა ჩვენს უკან მოფენილია დანაკარგების გვამებით. დანატოვარი. უკან არ უნდა მოიხედო, თორემ მარილის სვეტად იქცევი. ეტა ვსოო ჩტო ასტანეტსა პოსლე მენიააა, დედეტეს ფონზე ვეფერები ამ ბოლო დროს განაწყებულ მუზას, კარგმა განწყობამ რომ შეიწირა.
ჩემს მერე რა დარჩება? თქვენს მერე?
უნდა დარჩეს? აბეზალოვკაა?
აბა რატოომ გვაჟრიალებს იმის წარმოდგენაზეც კი რომ ბიოლოგიურ ჯაჭვში ატომებამდე დავალთ და ვერაფრით დავამტკიცებთ რომ ვარსებობდით ასეთი ჭკვიანები და აუტანლები. ეგოიზმი :) რა მარტივია.
ჩემს მერე დარჩება ბლოგი. სიკვდილი კარგი პიარია.
ნეტში ადვილია უკვდავება და იაფიც.
ბლოგები და ფორუმები კონა მანეთად
ჩემი არადოკუმენტირებული არაშენახვადი არასდროსგამოქვეყნებადი პატარა გაელლვებეის კოლექცია უკვე საბაბია ვირტუალური უკვდავება და კვალის დატოვების ეგოიზმი დავიკიდო.
დღეს
დღეს
ახლა
ვარ, ხარ და ასე შემდეგ :)
http://www.youtube.com/watch?v=XEg1cF9Ycfsმე მაპატიეთ ატიპიური, უსურათო და სენტიმენტალური პოსტიზა, კონტრასტების დღის ბრალია