

კაი ხნის წინ , ერმონიამ დამასწრო გადაცემას, სტუმარი დათიკო იყო, ჯგუფი "სტუმარი" ალბათ გაგიათ, თუ არა და მოუსმინეთ, არ ინანებთ. ხოდა დათიკოს ინტერვიუს და კიდევ რაღაცეებს შევესწარი და გადავიღე. ძნელია ფოტომ გადმოსცეს ის, რაც ისმის და ხდება, მაგრამ მაინც შევეცადე იქაური მუხტის გადმოცემას, შედეგი თქვენს წინაშეა..
სულ სხვანაირ კომენტარებს ვაპირებდი ამ სურათებზე, სტუმარზე მინდოდა დაწერა,სტუდიის აურაზე, ეთერზე შეყვარებულ ადამიანებზე, რადიოს განუმეორებელ ხიბლზე, ქალბატონი მარიკა დარჩია ალბათ იცანით, მის ხმაზე თაობები გავიზარდეთ.. ან გია გორგოძის სპორტული რეპორტაჟები, გაგას და ლაშას დუეტი..


იმედზე არ ვწერ, არც არაფრის და არავის გალანძღვას არ ვაპირებ, უბრალოდ ვაკოპირებ ერმონიას ბლოგიდან ნაწყვეტს და გადახედეთ..
ცხადია კითხვა მარტო ტელევიზიას არ ეხება.
სტატიის ბმულიმინდა ძალიან უბრალო კითხვა დავსვა: რა ფუნქცია აქვს თანამედროვე ტელევიზიას? თუკი ოდნავ ადრე, – თუნდაც ორიოდე ათწლეულის წინ, – ტელევიზიის ძირითადი დეკლარირებული ფუნქციები იყო: ინფორმირება, გართობა და შემეცნება, დღეისათვის ამ მედიასაშუალების წარმატების მთავარი „ღირებულებები“ შეიძლება უბრალოდ ჩამოითვალოს: შიშის თესვა (ძალადობის, კატასტროფების, კატაკლიზმებისა და ა. შ. კადრების ჩვენება), სექსი და სენსაცია. დღეს ამას ყველაფერს და ზედმეტად თავისუფალ ეთერს ვიღაცამ შეიძლება „ლიბერალიზაცია“ დაარქვას, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია მაშინ თავად ლიბერალიზმის არსი, რომელიც ძალადობის დეკლარირებას ნამდვილად არ გულისხმობს...
