განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Friday, February 26, 2010

ევროპა და აზია

ეს ორი ფოტო სტამბოლში გადავიღე და ახლა დავაჯგუფე რატომღაც. რა ჯობია, ევროპული გახსნილობა თუ აზიური ჩადრა, აზიური ოჯახურობა თუ ევროპული სიმარტოვე რომელიც თავისუფლების ბონუსია, და სად ვართ ჩვენ?
ჟვანიას სიტყვები და ზეზვა და მზია ვიცით, მაგრამ..

azia

europa

Tuesday, February 09, 2010

აზრები ხმამაღლა

ასაკზე მინდა დავწერო. საბედისწერო 30-ს კაიხანია გადავაბიჯე მაგრამ "უფროსობის" შეგრძნება მაინც არ მოვიდა. ისევ აბნეული არსებად დავრჩი, ზოგჯერ ცივი რაციონალიზმით და ზოგჯერ ალოგიკური გამოხტომებით. მერწყულები ასეთები არიანო როგორც ამბობენ.
გამოცდილება.. ცხოვრების აგურების წყობის უკეთ გარჩევა და ცინიზმი, აი რა მომემატა, და კიდევ ცოდნა რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჰეპი ენდიც კი.
იმედიო? ალბათობის დაშვება რამდენადაა იმედი არ ვიცი.. თქვენ რას ფიქრობთ?

old

old3

old2

old1



ესეც პორტრეტები სტამბულიდან..

Thursday, February 04, 2010

დოლმაბაღჩე წვიმაში..

დოლმაბაღჩე სარაი. სარაი სასახლეს ნიშნავს, აი თურმე რას გულისხმობენ მთვარეზე ოქროს სარაიას აგიშენებო როცა გპირდებიან, არადა ყოველთვის ხუხულა მეგონა :D დოლმაბაღჩე კი ამომშრალ ბაღს, ბოსფორის ნაწილი დააშრეს რომ აეშენებინათ. ბაღჩა ისედაც გასაგებია. თურქეთის სულთანების ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი საბინადრო უნიკალური ბროლის კოლექციით..
ინტერიერის სურათებს არ აღებინებენ, გარეთ თავსხმაში მოვხვდი, ბავშვობის მერე ასე არ გავლუმპულვარ.. და ეს იყო პირველი ნამდვილი სასახლე ჩემს ცხოვრებაში :)

dolma1


dolma


dolm

Followers

Archive