განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Sunday, January 31, 2010

პოსტდაბადების დღე

უცნაური რამ მჭირს, დაბადებისდღე ფობია. დაახლოებიტ ერთი კვირით ადრე ვიწყებ ჭიჭყინს, ვერ ვიტან ამ დღეს, სადმე უნდა დავიმალო, არ დამანახოთ სუფრები და ასე შემდეგ, ბოლოს კი კმაყოფილი ვიძინებ საჩუქრებით ხელში :)
წელსაც ასე მოხდა. ყველამ მომილოცა, თვით გაბუტულებმაც კი, ვისაც დაავიწყდა არა უშავს, მე თვითონაც ხშირად მავიწყდება დაბადების დღეები.
ყველა მიყვარს :))

ვარდი დოლმაბახჩედანაა, ალბათ სპარსულია

vardi

Sunday, January 24, 2010

გეპეი ინდასტრიალ

ind

ჩერნობილი? არა, მეექვსე კორპუსის ეზო.
ბევრისთვის მშობლიური გეპეი ასეთი ბინძური აღმოჩნდა უკუღმიდან, თანაც შუა ქალაქში .

ind2

ind1

ind3

რაც შეეხება ინდასტრიალს ეს ერთერთი მიმდინარეობაა ფოტოგრაფიაში, მოიცავს სამრეწველო თემატიკის დოკუმენტურ და მხატვრულ ფოტოებს, აგერაა მშვენიერი სტატია და ვისაც ინგლისური ეხერხება და აინტერესებს შეუძლია გადახედოს

http://www.answers.com/topic/industrial-photography

ეს კი ბლოგია ამავე თემატიკის ახლა ვაპირებ კარგად გავქექო :)

www.onewordphotography.com

Saturday, January 16, 2010

დები

sur 1724 copy

უფროსმა ვოლოგოგრადში, ჯერ ისევ სტალინგრადი ერქვა, გამოწკეპილი სამხედრო შეიყვარა და გათხოვდა კიდევაც არაშენდაში, კაჭრეთან ახლოს. უმცროსი სტუმრობდა და თვალებსაც უყენებდა სოფლის ბიჭებს. მერე დაბერდნენ, ქვეყნები დაინგრა, ლენინგრადს ისევ პეტერბურგი დაარქვეს, მოსკოვი მოსკოვად დარჩა, არაშენდა არაშენდად. დედის გასვენებას ვერ დაესწრო უფროსი და ტელეფონში ტიროდნენ. იმათ კიდევ ქართველები გამოყარეს. მერე ომი იყო და საშინელება.ვერ წახვალ და ჩამოსვლასაც ხლაფორთი ჭირდება. კიდევ როდის ჩამოვა კაცმა არ იცის..

Wednesday, January 13, 2010

ახალი წელი და ცუდი ამბები

რამოდენიმე დღიანი თავის ტკივილების მერე როგორც იქნა ვაიძულე ჩემი თავი და მივედი ექიმთან, ეხოზე ფარისებრში კვანძიაო, პატარა კვანძუკა, ესე იგი ჩიყვი მაქვს. მიუხედავად ჩემი ბიოლოგობისა და დაავადების საწყისი სტადიისა, ძალიან შევშინდი.. ჰორმონები უნდა ვსვა, შეიძლება გავსუქდე, შეიძლება თვალები გამიდიდდეს, შვილი არ მეყოლოს.. დებილური აზრები პლუს პანიკა და ცრემლები. ჩვეულებრივი ადამიანიდან ერთ დღეში ვიქეცი პრეტენზიულ შეშინებულ არსებად, ყველასგან რომ შველას ელოდება და ლოგიკასთან მწყრალადაა. არ მინდა ასე! ვოტ

ესეც რენტგენოგრამა და ჩემი ნეკნები

my bones

Tuesday, January 12, 2010

HELP!!

დიდი ხანია აღმოვაჩინე რომ ბლოგს ყავს ერთგული დამთვალიერებლები, მადლობა ყველას და რჩევა მინდა გკითხოთ. რის ხილვას ისურვებდით ან შეცვლას ჩემს ფურცლებზე? შენიშვნები,იდეეები და მოსაზრებები მომაწოდეთ რომ ბლოგი უფრო ადვილად აღქმადი და პოპულარული გახდეს, დიდად დამავალებთ..
მე რაც შემეხება ჩუმი კრიზისი მაქვს, დაიმტვერა აპარატი. დღეს კინაღამ წერილი წავიღე მიქელასთან ისე ცუდად ვიყავი, იმედია გამივლის და გავაქტიურდები. გეგმები იცოცხლე ბლომად მაქვს, პრავა, ტოეფელი, გამოფენა.. და აბსოლიტურად არაფერს ვაკეთებ :D

ფოტო ძველია, ნუნისში გადავიღე

flowers

Monday, January 04, 2010

დოქიდან ჯამში და ასე შემდეგ, ანუ ღვინოვ კახურო

გრენლანდასავით გამომივიდა :))

აქ ასხამენ

gvino


და აქ ისხამენ

ttttttttttt copy

Saturday, January 02, 2010

ბალღები

ამ ბედობა დღეს დავძლიე სიზარმაცე და დავიწყე კახეთში გადაღებული პორტრეტების სერიის დამუშავება, დავიწყებ ბავშვებით.. ბალღებით კახურად რომ ვთქვათ :))

cids3

cids1

cids

Followers

Archive