განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Wednesday, June 23, 2010

უმუდმივობის მუდმივა

_MG_2773

რაც არ უნდა დიდი ჩაქუჩით ვამტვრიოთ საათები, დრო მაინც მიდის და ვიზრდებით. ფიქროს ენაზე გაზრდა გამოცდილების დაგროვებას და მის გაანალიზებას ნიშნავს.
მგონი საბოლოოდ გამოვთეორეტიკოსდი და ეგრეთ წოდებული უმდგრადობის თეორია ვშვი, რომელიც ღაღადებს რომ არამდგრადობა ერთადერთი მდგრადი მაჩვენებელია ცხოვრებაში. სტაბილურობა ძირითადი მოთხოვნილებაა ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, ოჯახი, სახლი, დაცულობა, დაკანონებული ურთიერთობები, შვილი და რა აღარ ასოცირდება ამ შეგრძნებასთან.ყველაფერი დაკარგვადია და ილუზორული.
წერტილების გადაკვეთა
მე მას მერე გავჩნდი რაც ჩემი და გარდაიცალა
დასკვნა #1
ოჯახის წევრები დაკარგვადები არიან
გაგრძელება - მშობლების სიბერე.
დანაკარგი მეორე - არშემდგარი ოჯახი და შეწყვეტილი ორსულობა.
დასკვნა #2 იაჩეიკა ობშესტვა პიტალო ფარსი შეიძლება გამოდგეს :)
გაგრძელება - ექს მეგობრები, სამსახურები, კაცები და ასე შემდეგ.
ბეევრი წერტილები იკვეთება.
რელიგიას კი როგორც მუდმივს ვერ აღვიქვამ, კიარადა საერთოდ ვერ აღვიქვამ. თავშესაფრების ძიება არ მჩვევია.
НЕПОСТОЯНСТВО И ЕСТЬ ПОСТОЯННОЕ, ანუ უმუდმივობის მუდმივა გაიჩითა :)
მთელი მარილი კი იმაშია რომ უმუდმივობა შედარებით გავამუდმივო. ოღონდ შედარებით!!!

12 коммент.:

Qilipa said...

გეთანხმები სრულიად... ,,შედარებით გამუდმივება” შესაძლებელია და უნდა ვცადოთ მაინც ალბათ...

როდრიგო said...

;)))

babisa said...

ho
daaxlolebit egeni mefiqreba da mewerineba es bolo periodebia
magram tavis motyuebis xerxebi shevimushave da kargad davamushave da avamushave da ase
aba sxv ara udna qna ro

Salo said...

ცხოვრების მთელი მუღამიც სწორედ უმუდმივობაშია, თანდათან ვრწმუნდები :)))

fiqro said...

ბაბისა, რატომ იტყუებ თავს, მთელი ეშხი ხომ უმუდმივობაშია

babisa said...

eget eshxebs ver vamugameb da albat imitom :D

fiqro said...

მყისიერებაა სწორედაც ეშხი როცა არაფერს იბევებ ბოლომდე იხარჯები ახლა და ახლავე

ana said...

am simdzimit depresia?! an ufro ,auzro, sakutari tavis ganadgureba-tanjvisaken midrekili pativmoyvareoba...
magram ugmertoba xom modashia,ateistoba xom iteleqtualad gayalibebs da tavs cheshmaritebashi garkveul an,ufro tavmdablur shemtxvevashi "swori" gzisken mimaval pirovnebad gagrdznobinebs tavs...
"რელიგიას კი როგორც მუდმივს ვერ აღვიქვამ, კიარადა საერთოდ ვერ აღვიქვამ. თავშესაფრების ძიება არ მჩვევია"- tavshesafari swored rom umudmivobis rwmenaa!

fiqro said...

ძვირფასო ანა, აბა სად დავწერე დეპრესიაზედ? :)
თავშესაფრებს არ ვეძებ, მუშა თეორმებს ვიყენებ უბრალოდ. რწმენა სხვა რამეა და ფაქტებიდან გამოდინარე განზოგადოებები სხვა. რწმენა განხილვას არ ექვემდებარება, თეორიას კი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ცვლიან და აკორექტირებენ. და ჩემი თეორიის მანამ "მწამს" სანამ უფრო რეალობაზე მორგებულს არ წავაწყდება ან არ შევიმუშავებ.

ana said...

:) me ase agviqvi es posti
is, tu rogor agiqvam faqtebs ,rwmenidan gamomdinareobs , torem yvelaperi rom dakargvadi, cvalebadia es, mgoni,siaxles ar unda warmoadgendes.

fiqro said...

აღქმა ინდივიდუალურია :)
და ახალიც არაფერი.
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა პოსტებისათვის

Lasha Gabunia said...

უმუდმივობა რა არის ბეჩა? :) НЕПОСТОЯНСТВО И ЕСТЬ ПОСТОЯННОЕ – "არამუდმივობააა სწორედ მუდმივი". :)))

რელიგიაზე, რა თქმა უნდა, არ გეთანხმები, რადგან იგი მხოლოდ თავშესაფარი არაა. ამავე დროს არაფერია დასაძრახი, როცა ადამიანი თავშესაფარს ეძებს – ჩვეულებრივი, ადამიანური რამაა. :)

Followers

Archive