მონე. თუ მანე? ეგენი სულ მერევა ხოლმე ერთმანეთში, აი დუმფარების ამბავში.მონე. წვიმა პირდაპირ ხასიათში მიდის, მთელი ზაფხული წვიმდა, წაყვა ერთმანეთს ასოციაციები, ხატებები, უცებ შეიძლება გაღმა აღმოვჩნდე. სასწრაფოდ მესაჭიროება ფერები! სად გაგონილა იმპრესიონიზმი უ-ფერებოდ.
ერთი მოთხობაა, მგონი ლიბ.გე-ზეც დევს, ტიპზე, რომელიც ყოველდღე ერთი და იგივე ადგილს ფოტოს უღებს, არც ფოტოგრაფია არც არაფერი, რაღაც ლიტერატურის მოყვარულივითაა. არადა არასდროს, არასდროს არ მეორდება კადრი, მითუმეტეს სტამბოლში, რომელიც ასეთი ჭრელია. არასდროს არაა იგივე მდინარე, იგივე მზერა, ან იგივე ფოტო. ჩვენ ვიცვლებით ხან ვშავთეთრდებით ხან ვიღრუბლებით ხან მზეა
ეს კი სცენაა პოლ ოსტერის მოთხრობა "ოგი რენის საშობაო ამბავის" მიხედვით გადაღებული ფილმიდან, რომლის სახელიც არ მახსოვდა და ანონიმუსმა გამახსენა, რისთვისაც დიდი მადლობა მას.
ამ ვიტრინას ყოველდღე გავდიოდი და ერთ დღეასაც გადავუღე, ჩურჩხელების გამო. მარტო ჩვენი არ ყოფილა კახური სნიკერსი :) ნაციონალურ-კულინარული შოვინიზმი მაგრად მკიდია და მაგაზე თავის ატკივებას არავის ვურჩევ, შეარგოთ თურქებსაც და ტანგანიკელებსაც.
რახათლუხუმების და ფახლავების მრავალსახეობა, სიმართლე გინდათ არ მიყვარს, ზრდილობის გულისთვის გავსინჯე რამოდენიმე ეგაა და ეგ.
და მოხალული წაბლი. მკვეთრი შთაბეჭდილებად ჩამომყვა მისი გემრიელი სუნი.
ბაბუა რომელსაც წაბლი უყვარს, ძალიან მომწონს ეს ფარსული ტიპაჟები!
მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იმის თაობაზედ ამდენ სურათებს რა დაამუშავ- დაახარისხებსთქვა და დავასვენი რომ ჯობია იმავე მიმდევრობით მოგაწოდოთ როგორც მე ვიღებდი/ვხედავდი. ბოლოს და ბოლოს ფოტოსაიტია აქანე და არა სტამბოლის გზამკვლევი. ამჯერად გთავაზობთ მორიგი გასეირნების დროს გადაღებულ ურბანულ დეტალებს და ფრაგმენტებს.. აი ასეთი ჭრელი ქალაქია.
მე კი იმაზე გავბრაზდი რომ შტატივით არ გადამაღებინეს, არადა რა ლამაზია. ვერ მივხვდი, მოაჯირზე დავდებ ფოტოაპარატს თუ შტატივზე დავამაგრებ რა განსხვავებაა, კი არის მაგრამ აკრძალვის პრინციპს ვერაფრით ვერ ჩავწვდი.
რახან პირველი ღამის აია სოფია დავდე ბარემ გავაგრძელებ.. ისე კი ვერ გავიგე მაინც, სტამბოლია თუ სტამბული?
ხედი ჩემი სასტუმროდან ლალელიში, შადრევანია თუ რაც ქვია , ფეხებს რომ იბანენ, ამ მეჩეთის ეზოშია, შტატივი არ მქონდა და ცოტა ვერაა კაი ფოტო. მეჩეთები იმდენია არც მიცდია დამემახსოვრებია სახელები, თუ ვინმემ იცანით დაწერეთ
სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი ჯერ ფოტოების დადებას, ვფიქრობდი, შვებულებას შევირგებ და მერე დავამუშავებმეთქი, მაგრამ გულმა ვერ გამიძლო და ეს ერთი მაინც დაპატარავე.. აია სოფია, სტამბოლი, სულტანახმედის მოედანი. ალბათ იცანით. ახლა არ ჩამქოლოთ და მაინცდამაინც არ მომწონს და ვიზუალურად ცისფერი მეჩეთი მირჩევია, მაგრამ ღამის განათებაზე ეს უფრო ეფექტური აღმოჩნდა...