განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Tuesday, September 29, 2009

შვებულება

F

ხვალ მივფრინავ და იმედია დავიკარგები ისე რომ რამე ვიპოვო ..
გიტოვებთ მშობლიურს და მობეზრებულს, რასაც უბრუნდება დასაბამიდან ყველა ვინც კი წასულა.
ვაი მათ ვინც გზად შემოხვდნენ..

G

Monday, September 28, 2009

ავლაბრელი გარი



პიქსარის ეს მულტფილმი ალბათ ყველამ იცის, მაგრამ ერთხელ კიდევ უყურეთ და მერე ქვედა ფოტოსაც დააკვირდით გაავს? მგონი გავს :D

 Geri's Game

ოდესღაც სადღაც..

A

B

C

D

Tuesday, September 22, 2009

მოფერებით ბუჟგუ


02.09 008 copy, originally uploaded by fiqro.

ვინაიდან შემოდგომა ყოველთვის მგრუზავს ხოლმე, გადავწყვითე გავერთო და გაგართოთ, აბა მიპასუხეთ, თქვენი აზრით, რა არის ბუჟგულატორი? როგორი წარმოგიდგენიათ?
მოფერებით ბუჟგუ.
P.S. ჯეოსელ-სტაფმა თავი დროებით შეიკავეთ გეთაყვა, სიტყვის წარმოშობის მთავარღერძიანი და ფუნჯა ფესვების თაობაზე კი ლინგვისტუსს ვთხოვ დახმარებას, მე აზრზე არ ვარ.

Tuesday, September 15, 2009

დღეს მცხეთაში გავისეირნეთ..



შედეგი: მონაწილეთა მიერ ათვისებულ იქნა 8 ხინკალი, აუთვისებელი დარჩა 7. სამ საათიანი ინტენსიური ჭორაობის შედეგად აღმოჩნდა რომ გვაქვს ერთდაიგივე პრობლემა. ჩემს მეგობარს რიგი გარემოებების შედეგად, ხოლო მე მათი არარსებობის გამო. ასევე გადავიღე ორი ხეირიანი პეიზაჟი რომლებიც თქვენს წინაშეა.

Mtskheta Svetitskhoveli kathedral.

Saturday, September 12, 2009

ჩემი დღევანდელი პოზიტივი

დღეს რაღაც ფოტოები დავბეჭდე, ქაღალდზე მაინტერესებდა მენახა.. მანამდე სამსახურში გადავწერე ბარემ ელსიდი მონიტორზეც შევხედავ დამუშავებასთქო და აღარც წამიშლია.. ინტერნეტი ისედაც არ გვაქვს და საბრალო ოპერატორების ერთადერთი გასართობი სურათების თვალიერებაა, მოიპოვება ბრედ პიტის, მისი თანამეცხედრის, მონიკა ბელუჩის და სხვათა და სხვათა ალბომები, ან საყვარელი პაპასა ბაიები და კიდევ უფრო საყვარელი და პაპსა ფისოები და ძაღლუკები და გულუკები.. ესენიც იყოს რას აშავებს მეთქი. ხოდა დღეს სოფო,ერთერთი თანამშრომელი , გამწარებული მეძახის ფიქრო შეხედე რა მაგარი ფოტოებიაო, ეს ჩემი ფოლდერი აქვს გახსნილი და თვალებგაფართოვებული მისჩერებია..


ეს კი ბასარაა, გაიზარდა ხო? :)

Friday, September 11, 2009

როგორ გეძინა ძვირფასო?




შენი სხეული მძიმეა და ძლივს გერევი, გაჭირვებით მიგახოხიალებ აღმართებში, თავი ქვებზე გეხლება . პატარა ბიძგი და წყალში მძიმე საგნის ჩავარდნის ხმა. დაღლილი ქვაზე ვჯდები და წვეტიან ნიკაპს წვეტიან მუხლზე ვაყრდნობ, წარმოვიდგენ როგორ იძირები.
ქვევით ერთხელაც გადავიხედავ და ბილიკს ჩავუყვები, ნაპირზე ფეხსაცმელს ვიხდი და ტალღებში ტყლაპუნით გავუყვები გზას სადღაც არსაით..

ამასობაში ჩვენს ოთახში დილის სხივები ნელნელა იპარება.

Tuesday, September 08, 2009

ზოგს მაღვიძარა აღვიძებს ზოგს ბიორიტმები (c) ბიძინა მაყაშვილი



მებრძოლთა კლუბს ვუყურებდი და ისე გემრიელად ჩამეძინა წუხანდელ ღამენათევზე.. არ ინერვიულოდ, ნანახი როგორ არ მაქვს, წაკითხულიც. მაგარია ბიძია ჩაკი, მაგრამ ამჯერად ცირკადულ რიტმებზე უნდა დავწერო.
ვისაც ქონია ბედნიერება დაადასტურებს რომ ძილში ვშფოთავ ვფართხალებ და ან საერთოდაც არ მძინავს და სხვებსაც ვაფრთხობ. ნერვოზი, ინსომნია. ინსომნია უძილობაა ქართულად, მაგრამ რაღაც გემრიელი სიტყვაა და მოდი მაგას დავწერ.
იშვითად ყოფილა გაყუჩების მომენტები როცა ჩამძინებია თან სრულიად უადგილო დროსა და ადგილას, აი ისე როგორც დღეს იატაკზე კომპიუტერთან ბოლო ხმაზე ჩართულ ფილმზე.
ან..
ხო.
ესეც მატარებლები.

Monday, September 07, 2009

დილა მშვიდობისა



დღევანდელი დილა დედაჩემის ტრადიციული შემოსევით დამეწყო, უნდა დამხედოს და გამაღვიძოს, ოთახი აყრილიაო ივიშვიშოს, მოკლედ ვერ იტანს ეს ქალი რომ ძინავთ :D არადა არცერთხელ არ დამიგვიანებია სამსახურში. ამჯერად თაფლი და ფიჭვის მტვერი მომიტანა, უზმოზე ჭამეო, ფილტვების რაღაცაა.
მტერს ასეთი გაღვიძება. თავი როგორ მისივდებოდა ნათლად ვგრძნობდი, მაგრამ სარკეში არ ჩანდა, ეტყობა სადღაც პარალელურ სამყაროში ხდება ხოლმე თავგასიება.
ასეთ სავალალო მდგომარეობაში მივუჯექი კომპს და ვცდილობ რამე დავწრო.
წუხანდელი დიალოგის ნაგლეჯები სუპში მაკარონებივით ტივტივებენ, კატუშა არაქელოვა და სამი კუკური, კომუნისტის რედაქცია და კოხტა საკანი, გაბრიაძე. რა ყველა საკნებში ჯდება, ეს რა დრო მოვიდა ბლინ, გადაცემა საკანი, შუა ქალაქში საკნები, მრეკეთ ქალბატონო მარგალიტა დაგაპატიმრებთ.. ეტყობა ასეა, ყველა თავისი საკნიდან ვმაუწყებლობთ და მიერეკებით :))
მოკლედ წავედი მე ახლა ყავა უნდა დავლიო.

Friday, September 04, 2009

Tbilisi streets






ზაფხულის მიწურილი თბილისის ქუჩებში.
რაღაც სულ სევდიან ადამიანებს ვიღებ ან არც არიან სევდიანები და მე მგონია ასე. ვინ იცის..
ერთი რამ კი მართალია. უნდა გადავიღო.

Thursday, September 03, 2009

წყალი და ღვინო


, originally uploaded by fiqro.

ყველაფერი ერთი ჭიქა წყლით დაიწყო და ღვინით დამთავრდა. საღამოს ტრადიციულად წვიმდა, ოღონდ უკვე შემოდგომა იყო. მარტივად და თვითდინებით ადსორბირდა სიმლაშე კუნჭულებში. წყურვილი ჩვევად იქცა, ჩვევა ყოველდღიურობად, ყოველდღიურობა დაილია/დასრულდა.
ჩემს პლანეტაზე ვბრუნდები

Wednesday, September 02, 2009

Followers

Archive