განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Monday, August 31, 2009

ბავშვობაში მეგონა რომ

თამაშიო, დოდკამ დაიწყო და ლაშამ გადმომცა ესტაფეტა. მადლობა პატრულს :)))
ბავშვობაში მეგონა რომ.. და აქ გავჭედე. აღარ მახსოვს რა მეგონა, ვაი.. გაიხსენე მიხო გაიხსენე..
რა მეგონა და, დიდებმა ყველაფერი იცოდნენ, მასწავლებლები ტუალეტში არ დადიოდნენ, საბჭოთა კავშირის ქვეყნები ადგნენ და დამეგობრდნენ ერთ მშვენიერ დღეს, ასე ამიხსნეს :D ტყუილს თუ იტყოდი დედა მოგიკვდებოდა, ბაყაყს თუ გაჭყლეტდი წვიმა მოვიდოდა და თეთრ გეტრებს მხოლოდ პირველი მაისიდან იცმევდნენ. ახლა მივხვდი, რა წარმატებით მაბოლებდა დედაჩემი, რომელსაც ისტერიულად ეშინოდა ჩემი გლანდების და გაცივების.

ესეც მე. დიდი პაჩიმუჩკა და მავნე ვიყავი მეზობლების ნათქვამს თუ დავეყრდნობით.
ვთაგავ ლინგვისტუსს და დეაკოს, ვნახოთ რა ეგონათ მოაზროვნეებს და სვანებს ბავშვობაში :D
და ესეც გამახსენდასავით. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან ვართ

Saturday, August 29, 2009

ოჰ ეს საოცარი დომინოიდები :)



dominoidebi, originally uploaded by fiqro.

დომინოიდები (Dominoidus Mirabilis) სახეობის გავრცელების ძირითადი არეალი მოიცავს პარკებს, სკვერებს, ეზოებსა და სადარბაზოებს ხის ან სხვა მასალის დედამიწის პარალელური ჰორიზონრალური ზედაპირების ახლომახლო ტერიტორიებს.
ტაქსონომიურად ენათესავებიან მენარდეებსა (Nardus proteus) და მოჭადრაკეებს (Grosmaister sapiens) მეცნიერები ჯერ კიდევ ბჭობენ იმაზე არიან ისინი ერთი სახეობის ქვესახეობები თუ უკვე ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ სახეობებად, თუმცა ამ ბოლო დროს მუსირებს აზრი რომ დაყოფა უკვე დასრულდა და სუბპოპულაციებიც კი შეიმჩნევა, კერძოდ ვაკის, კიროვისა და ალექსანდროვის პოპულაციები აღწერა სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა გულივერ ანდღულაძემ თავის მონოგრაფიაში "ცხოვრება თამაშია ანუ შავი წერტილი თეთრ კვადრატზე "
დომინოიდების ნახვა ძირითადად კარგ ამინდშია შესამჩნეველი, ხსენებული ჰორიზონტალური ზედაპირების ახლომახლოს და ამოცნობა კი სპეციფიური სარიტუალო კოჭებით რომელსაც ხელებში იგროვებენ. ასევე შეიმჩნევა ეგრეთ წოდებული ჩოთქი, რომლის მაჩვენებლის მიხედვით ხდება დასველება. დასველებისას, ძირითადად გამოიყენება ალკოჰოლური სასმელები ზაკუსკასთან კომბინაციაში. კომბინაციები ვარირებს ზემარტივიდან ზე რთულამდე, რომლის ზუსტ კლასიფიკაციაზე ამჟამად ბატონი გულივერის ასისტენტი დიეგო კანკავა მუშაობს და იმედია მალე გამოქვეყნდება.

ბებო ყვავილებით


sur 011 copy, originally uploaded by fiqro.

ეს ყვავილები სულ ვიყიდე და მერე რომ არ ვიცოდი სად წამეღო ავდექი და გადავყარე.თუ ვინმემ დაინახეტ ვიღაც არანორმალურმა უზარმაზარი თაიგული პეროვზე ნაგვის ყუთში რო ჩატენა ესე იგი მე გინახივართ :)

...


sur 010 copy, originally uploaded by fiqro.

Wednesday, August 19, 2009

klock face...


klock face..., originally uploaded by iri_iri.

ხოო, ვიცი რომ აღარ ვწერ,( როდის ვწერდი რო?) აღარც ვიღებ. ვიღებ მაგრამ იშვიათად და ბოლო გაბოდიალების მცდელობაზე კარგ ადამიანს ვაწყენინე.
ფრიად ყურებჩამოყრილად ვგრძნობ თავს, შეიძლება გუშინდელი ლუდის ბრალია ან თითქმის გასული ზაფხულის, ტორნადოსავით რომ გადამიარა. შარშან ამ დროს ომი იყო და დასაწყისი.
კიდევ სიზმარზე უნდა დავწერო წუხელი რომ დამესიზმრა. შოვში ვიყავი და ვიღვიძებდი ანუ ვგრძნობდი ოთახში შემოსულ მზეს და სუფთა ჰაერს, ვიცოდი რომ მერე გავისეირნებდიტ მერე შევჭამდით და მერე დავიძინებდით. სიმშვიდე. ბრრ.. შემეშინდა. იქ რომ გამღვიძებოდა.
დრო.
არ შეგიმჩნევიათ რომ ასაკთან ერთად ჩქარდება? სულ უფრო სწრაფად გადის
და ფერიცვალება. მოვლენების, სურვილების და აზრების რეალური შედეგები, ხანდახან იმაზე მძლავრია, ვიდრე წარმოვიდგენთ. და ოდესმე მთელი სიცხადით წარმოჩინდება რა ვისურვეთ/ვუსურვეთ და რა შევძელით, ისევე როგორც იესოს მოსწავლეებმა დაინახეს ოდესრაც თაბორის მთაზე..

Thursday, August 13, 2009

მინდა

ზღვისპირა კაფეში ჯდომა და გამვლელების ყურება
რაჭაში წყლებზე წასვლა
კვარიათში ფანჯრიდან გადმოხედვა როცა ხეებს ფორთოხალი ასხია
კახეთში ჩემს სახლში დაძინება
ოგენრის კითხვა ჰამაკში
საღამოს თორნის პური და სალათა.
ყაზბეგში საღამოს ფეჩთAნ მიფიცხება და მოხევური ქადები.
მინდა არაფერი ვაკეტო და არაფერზე ვფიქრობდე
როგორც ბავშვობაში
არდადეგები მინდა

Tuesday, August 11, 2009

ოპერატორიც ადამიანია!

აქა ამბავი იმისა როგორ შეაშინეს ჰოკეისტი კოწია 77-მა.
ვინც ვერაფერს მიხვდა არაუშავს :)

მე და წითელი შტეპსელი


me, originally uploaded by fiqro.

ქართულად როგორაა შტეპსელი იცით ვინმემ ?

Wednesday, August 05, 2009

ძაღლი მომიკვდა

კიარადა მოკლეს. დიდხანს ავადმყოფობდა და ბებერი იყო. დილიდან საღამომდე გაბმით ყმუოდა, მეზობლებს აწუხებდა და არაფერს ჭამდა, სუნი ქონდა უკვე ლეშის. ვიღაცა ჭკვიანმა მოიფიქრა და მერე ორი გასროლა გავიგონე.
გიოსაც ახლა მოუნდა ჩემი სახლში წაყვანა, ამ ხმას ვერ გავიგონებდი . თუმცა გვიან რომ მოვსულიყავი შეიძლება ნაგავზე დაგდებული მენახა.

ადრე, წლების წინ ფეხმოტეხილ კნუტს ვაჭამე გარეთ და ეზოში შემოძვრა, ამედევნა ისე, რომ ვერც გავიგე. დილას დაგლეჯილი ვიპოვე, ძლივს დადიოდა და სად გაექცეოდა ამხელა ნაგაზს. ახლა ესეც მოკლეს, თავისითაც კვდებოდა.
ბიოლოგიური ჯაჭვი.
კატა ძაღლი ადამიანი.
მე ?

ციკლიდან:" ჩემი ფეხები ". ორივე


sur 024 copy, originally uploaded by fiqro.

Followers

Archive