განთიადის ჩიტები

Protected by Copyscape Online Copyright Protection

Tuesday, March 06, 2012

დრაკონი და წმინდანები

ეს მოსიარულე წმინდა კუთხე #149 მარშუტკაა, ყვითელი, სადაც მართლმადიდებლურ ხატებს  შორის საცოდავად კონწიალობს გაუგებრობაში ჩავარდნილი დრაკოშა.. ბეწვზეა გადარჩენილი წმინდა გიორგის.

თქვენი არ ვიცი და მე მეცინება :))

_MG_3624

Monday, March 05, 2012

მარტპოსტი

ძალიან პასიური  ვიყავი ზამთარში, სამაგიეროდ, ავად არ გავმხდარვარ. დრო ძირითადად გარშემო აბსურდულ სიტუაციების დაკვირვებაზე დავხარჯე. მაგრამ მას მერე, რაც ფოტოაპარატი საცოდავად დაიმტვერა, მივხვდი რომ არ შეიძლება ასე და უნდა გამოვსწორდე. ასეც ვიზამ :)
ეს სანემსე გულდიაშვილის აქციაზე ამოვიღე ჯადოსნური ჩანთიდან. დევს თავისთვის ფანჯარაზე, იმტვერება.

_MG_3618 copy


Thursday, February 16, 2012

დამილაიკე რაია

 _MG_3597 copy

    ეს ჩემი საწოლის გადასაფარებელია, კუბოკრული "ადიალო". მომიტევეთ ბაბრბარიზმი. ფოტო, რომლითაც სრული უფლება მაქვს ფეისბუქ ფოტოკონკურსებზე წარვდგე. "გადმოდი მწვანეზე", 09–ს კონკურსი, გარემოს დაცვის "მწვანე კრეაწივი" და კიდევ რამოდენიმე, სადაც მწვანე, მოგზაურობა ან შთაბეჭდილებები ფიგურირებს. სხვებიცაა, ვალენტინობაზე, სიყვარულზე და ბაღნებზე, უბრალოდ ჯერ ესენი გამახსენდა. მწვანე გასაგებია, წითელიც რომ იყოს, მაინც ატვირთავენ. მოგზურობა კი იმიტომ რომ სიზმარეთის რეისების მუდმივი თანამგზავრია. 
   ბოლო განაცხადი სასაცილოა, თანაც აბსურდული. სამაგიეროდ, ლაიკებით ფასდება, აქანე ძემოკრატიაა ძეტკა, მოაგროვე ახლობლობა, ეცით და დაალაიკეთ, შენზეა შენივე პრომოუშენი დამოკიდებული, მაღარიჩიც. ფოტოზე  გინდა საბანი ყოფილა, გინდა ტაფა, მთავარია რაღაცა იყოს. 
   ამ ბოლო დროს, ვირტუალუარი სამყარო ისტერიულად ითვლის კლიკებს, რამე ხეირი მოაქვთ თუ არა მათ, პასუხი ბუნდოვანია. რა სარგებლობა მოაქვს ლაიკებს, მარტივ და გასაგებ ენაზე მეც ამიხსენით ბიძია ბაბუებო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე. 
   მაგრამ ილუზია ხომ იქმნება რომ რაღაც კეთდება. ცისფერი მთების არ იყოს, ხალხი მიდი–მოდის, ერთმანეთს აწუხებს, ზოგი ხელფასსაც კი იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან.
 რამოდენიმე კონკურსში, გამოგიტყდებით და მეც ვმონაწილეობ. თუმცა დიდი ენთუზიაზმის გარეშე, ზოგან ჟურიც კია. რამდენად ობიექტური, ძნელი სათქმელია, მაგრამ მობილურით გადაღებულ ფოტოებს არჩევს  ასე თუ ისე. სადაც არაა,  ფოტოს არსებობა რა საჭიროა,  ვერ ვხვდები. პირდაპირ ლაიკების მისაცემი ღილაკები გააკეთონ და დააწკაპუნებენ გულშემატკივრები, პეიჯიც იხალისებს, პრიზებიც დარიგდება და ადმინსაც არ მოუწევს მეილზე მოსული ნაგვის ატვირთვა და ხალხის დაკვალიანება. ჰა, რავარია? იდეაა, კრეატიული და მწვანე, გადასაფარებელივით. :)
 

Sunday, February 12, 2012

წიგნები გადაშენების პირას

_MG_3539 copy

_MG_3558 copy

  ჩემი შვილი, რომელიც არ მყავს და თუ მეყოლება, ასეთ წიგნებს ალბათ არ წაიკითხავს, ელექტრონულi რიდერები მათ ნელ–ნელა გააძევებს ბაზრიდან და მკითხველთა გულებიდან.
 ქაღალდის სუნი, ის, რაზეც ალბათ გული დამწყდება. წიგნებით უკვე ინტერიერებს აფორმებენ.

_MG_3541 copy

_MG_3540 copy

ბერლინში, ბებელპლაცზე, მიწაში ჩაშენებული ცარიელი თაროებია. ეს ის ადგილია სადაც ფაშისტებმა უამრავი წიგნი დაწვეს. ახლა კი წიგნები გადაშენების პირასაა. ნივთების ევოლუციაც მიმდინარეობს როგორც ჩანს..

_MG_3543 copy

_MG_3547 copy

Saturday, January 21, 2012

სამსონი და დალილა

_MG_2228 copy

_MG_2230 copy

სამსონი თეთრია,  კიარადა, კრემისფერი. ბიბლიური სახელი გრძელი ბეწვის გამო შეარქვეს,   შოტლანდიური ტერიერია გვარიანი საგვარეულო ნუსხით. დინჯია და ზანტად დაცუხცუხებს მოკლე ფეხებით. დალილა  შავია და როგორც ყველა ქალი, ანჩხლობს და მოფერებას უკადრისობს. კარლოვ მოსტზე გავიცანი სამივე, ანუ, სამსონი, დალილა და მათი პატრონი, გაურკვეველი სქესის, მაგრამ ძალიან სიმპატიური არსება სუფთა ბრიტანული აქცენტით.

_MG_2227 copy

_MG_2229 copy


Wednesday, January 18, 2012

გემრიელობანი

აღმა–დაღმა წანწალში ბევრი გემრიელი რამეეები გადამიღია. ფოტოების არჩევისას თავადვე მომადგა ნერწყვი პავლოვის ძაღლივით.. დავიწყებ რასაკვირველია ლუდით – ჩეხურით.


_MG_1987 copy

გულიაში– გემრიელად გამოიყურება მაგრამ რატომღაც ვერ აღვფრთოვანდი, მამაპაპური ოსტრი და სალიანკა მირჩევია.


_MG_1988 copy

პრაჟსკა კალბასა– უკალბასესი! მნიამ




_MG_2210 copy

სალეულობა და ლორები ბრჟეცლავის ბაზრობიდან– უკომენტაროდ.


  _MG_1999 copy

ყურადღება მიაქციეთ უკანა პლანს, იწვება ხარი, ან ძროხა. გემრიელი იყო.


_MG_2327 copy


წნილეულობა და ყველეული. არ გამისინჯავს, მაგრამ კარგად გამოიყურება


  _MG_2326 copy_MG_2325 copy

და დესერტი. შტრუდელი ალბათ იცანით.გემრიელად მიირთვით

Saturday, January 14, 2012

ამ წლის ბოლო ახალი წელი

ვინაიდან დღეს ამ წელიწადში ბოლო ახალი წელია, თუმცა, არის  ჩინური და იაპონური ახალი წლებიც, მაგრამ ისინი ჩვენი არაა და არამართლმადიდებლურია, საახალწლო კოლაჟს შემოგთავაზებთ, ბოლო წანწალის დროს გადაღებულს. დიდი წინადადება არ შეიმჩნიოთ :)
პირველი ფოტო უკომენტაროდ.
მეორე და მესამე – თავდაყირა ნაძვისხე და გულებიანი ხე ვენაში, კიდევ იყო სანტაკლაუსებიანი და სპონჯბობიანი ხეებიც, მაგრამ ეს ყველაზე ლამაზია.
მესამე სვაროვსკის ანგელოზი პრაღის ვიტრინიდან, საწყალს საჩუქრებს აფუთვინებენ და მიტომაა მოწყენილი.
მეოთხე – შელკუნჩიკი დრეზდენიდან. ან უბრალოდ ჯარისკაცუნა.
და ვსიო, ახალი წელი დამთავრდა, გაუმარჯოს მიმდინარე წელს!

_MG_2044 copy

_MG_2161 copy
_MG_2158 copy _MG_2215 copy

_MG_2268 copy

Followers

Archive